ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ბავშვები მოიწამლნენ


თალიბების განცხადებით, ქალებს სკოლაში სიარულის და განათლების მიღების უფლება არ აქვთ.

ჩრდილოეთ ავღანეთის სკოლებში მასობრივი მოწამვლა მოხდა. ექიმების განცხადებით, ისინი ამჟამად 120 გოგონას მკურნალობენ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, აბდულ ვაჰაბ ზაფარი აცხადებს, რომ ბავშვებმა დღეს დილით სკოლაში უცნაური სუნი იგრძნეს, შემდეგ დერეფანში გულწასული გოგონა დაინახეს. პირველადი მონაცემებით ისინი ცუდად წყლის დალევის შემდეგ გახდნენ.

მოწამვლის მიზეზი უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას აუღია. თუმცა, ცნობილია, რომ თალიბანი ქალთა სკოლების ტერორიზებისთვის საწამლავს ხშირად იყენებს, რის შედეგადაც სკოლები იხურება. თალიბების განცხადებით ქალებს სკოლაში სიარულის და განათლების მიღების უფლება არ აქვთ.

XS
SM
MD
LG