ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაიან კროკერი ელჩის თანამდებობიდან გადადგა


შეერთებული შტატების ელჩმა ავღანეთში, რაიან კროკერმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვტილება ძალაში ივლისის თვეში, ავღანეთის დასახმარებლად ტოკიოში გამართული დონორების შეხვედრის შემდეგ შევა.

„როგორც გვჩვევია, მის გამოცდილებასა და ნააზრევს ანგარიშს ბოლომდე გავუწევთ“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა.

ვეტერანი დიპლომატის შეხედულებებს ვაშინგტონი 2001 წლის ტერორისტული თავდასხმებიდან მოყოლებული დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ბოლო დროს, შეერთებულ შტატებში, ბატონი კროკერი ყველაზე აქტუალური ფიგურა ოყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. 2002 წლის დასაწყისში, ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოს ხელმეორედ გახსნა დიპლომატის პრინციპულობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს:

„11 სექტემბერი აღარასოდეს განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენი მტკიცე მიზანია და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ,“ - აღნიშნავს ელჩი კროკერი.

2007 წელს რაიან კროკერი ელჩად პაკისტანში ინიშნება, რომლის თაობაზეც შემდეგს ამბობს:

„ჩემი მოღვაწეობა პაკისტანში ილუზიებს არ ეფუძნება... ძალიან ძნელი მისია მაქვს, მაგრამ დაწრმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ, სხვა შემთხვევაში მე უარს ვიტყოდი ამ თანამდებობაზე.“

ბატონმა კროკერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეერთებულ შტატებსა და პაკისტანში დაძაბული ურთიერთობის დაბალანსებაში და, ასევე, პაკისტანში მომხადრი საზარელი მიწისძვრის დროს ქვეყნის დახმარების საკითხში.

2011 წლის შუაში, მან პენსიაზე გასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა ახლა თავის დიპლომატიურ მოღვაწობას სხვა გარემოების გამო ტოვებს:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ავღანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა თანდათან დადებითად ვითარდება და ჩვენ კონფლიქტის დროული დასრულება გვსურს,“ - განაცხადა დიპლომატმა.

ამასთანავე, დახმარება შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის პარტნიორობის უვნებლად განხორციელების თაობაზე, არამარტო 2024 წლამდე გაგრძელდება, არამედ ვადების გასვლის შემდეგაც.

XS
SM
MD
LG