სოციალური დისტანციის დაცვა, ამერიკული პოლიციის ახალი როლი

ქალაქ ნიუ-იორკში, ადამიანების პარკებშიშეკრების და თამაშის აღსაკვეთადკალათბურთის ფარების მოხსნა დაიწყეს. ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლეიკვუდში, პოლიციამ შეწყვიტა ქორწილი, რომელიც დიდი ჯგუფების შეკრების აკრძალვის დარღვევით მიმდინარეობდა. ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, პოლიციელები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ქალაქის მიერ დაწესებული, სახლში დარჩენის მითითების დარღვევის შემთხვევაშიცხელ ხაზზე დარეკონ დადამრღვევები ამხილონ.

პოლიციის დეპარტამენტები, წამყვან როლს ასრულებენ იმ რეკომენდაციების აღსრულების უზრუნველყოფაში, რომელიც ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, “კოვიდ-19” ვირუსის შესაკავებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პოლიციელები, რომლებიც უფრო ეჭვმიტანილების დაჭერას და დანაშაულის გახსნას არიან მიჩვეული, ამ მძიმე დღეებში, პარკების რეინჯერებთან, მეხანძრე ინსპექტორებთან და სხვა საჯარო მოსამსახურეებთან ერთად იმით არიან დაკავებული, რომ ადამიანები დაარწმუნონ, ერთმანეთისგან სულ ცოტა ორი მეტრის დაშორებით იყვნენ.

ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანების დიდი ჯგუფების უსაფრთხოებას იცავს, მაგალითად როგორიცაა თაიმს სქვერზე ახალი წლის ღამეს შეკრებილი ადამიანების უზარმაზარი მასა, ახლა ქალაქის ქუჩებში და საჯარო ადგილებში, ადამიანების მცირე ჯგუფების დაშლით არის დაკავებული.

თავიდან, პოლიციამ ათასობით ბარის და რესტორნის შემოწმებით დაიწყო, ახლა კი ძალისხმევა პარკებზე, სათამაშო მოედნებზე, საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებზე და ტროტუარებზე გაავრცელა.