ოკუპირებულ აფხაზეთში გრძელდება დაპირისპირება, ე.წ „აპარტამენტების“ გამო, რომელიც რეგიონში, ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში, 150 ჰექტარზე, რუსეთის ფულით, „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას“, ბინების და „ნომრების“ გაყიდვას ითვალისწინებს.
„აფხაზებისთვის მიუღებელია ქონების გადაცემა, ისინი თვლიან მოხდება რუსეთის მოქალაქეების ჩასახლება აფხაზეთში. ეს მშვენიერი მხარეა რუსებისთვის, დიდი სიამოვნებით აითვისებენ და დამკვიდრებიან იქ“.პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
თავდაპირველი გეგმით, 10 ათასი ბინის მშენებლობა და მათი ძირითადად, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაა დაგეგმილი. თუ, საპილოტე პროგრამამ გაამართლა, გასაყიდი ბინებისა და ნომრების რაოდენობა მომავალში, 30 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.
ივლისის განმავლობაში, ოჩამჩირეში და სოხუმში, ე.წ „აპარტამენტების“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის რამდენიმე მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობდა.
სეპარატისტების ლიდერმა ასლან ბჟანიამ თავდაპირველად ე.წ "უშიშროების ძალები" გამოიყენა, თუმცა მას შემდეგ რაც ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა, ე.წ „უშიშროების“ უფროსი თემურ ახიბა „გადააყენა“ და „კანონპროექტი“, რომლის მიღებასაც კრემლი ითხოვს, შესაძლოა დროებით, „უკან გაიხმო“.
„ე.წ კანონპროექტი“ გაწვეულია, ის არ არის ანულირებული, ამიტომ შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდეს უკან“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, „აფხაზებისთვის მიუღებელია ქონების გადაცემა, ისინი თვლიან რომ ერთი ორად გაიზრდება ფასები ბინებზე, მოხდება რუსეთის მოქალაქეების ჩასახლება აფხაზეთში. ეს მშვენიერი მხარეა რუსებისთვის, დიდი სიამოვნებით აითვისებენ და დამკვიდრებიან იქ“.
Your browser doesn’t support HTML5
„საუბარია 10 ათასს აპარტამენტის ნომერზე, ეს ნიშნავს, რომ 20 ათასს და მეტ ადამიანს შეეძლება აქ ერთდროულად იცხოვრობს“ - განაცხადა ოკუპირებულ ოჩამჩირეში საპროტესტო მიტინგზე გამოსვლისას, აფხაზი სეპარატისტების ე.წ „უშიშროების“ ყოფილმა უფროსმა ზურაბ აგუმავამ.
რუსეთმ საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა იცის! და, ჩვენ შეიძლება გვითხრან, ნუ ფართხალებთ! აი, ეს შეიძლება მოხდეს, ამიტომ მე ცალსახად ვამბობ, რომ არა!“ზურაბ აგუმავა, აფხაზების ე.წ "უშიშროების" ყოფილი უფროსი
„თუ დღეს ნებას მივცემთ, ამ ადამიანებს რომ ააშენონ საკუთარი უძრავი ქონება და საცხოვრებელი, და ხვალ, ჩვენ ვეტყვით, რომ შეცდომა დავუშვით, წადით აქედან, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ძირითადად, ისინი იქნებიან რუსეთის მოქალაქეები, რუსეთის სახელმწიფომ კი საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა იცის! და, ჩვენ შეიძლება გვითხრან, ნუ ფართხალებთ! აი, ეს შეიძლება მოხდეს, ამიტომ მე ცალსახად ვამბობ, რომ არა!“ - აცხადებს აგუმავა.
ექსპერტების აზრით, ასლან ბჟანიას გარემოცვამ „კანონპროექტის“ უკან გაწვევით ტაქტიკურად დაიხია უკან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „აპარტამენტების“ საკითხი დასრულებულია.
აფხაზურ ე.წ. „ოპოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ კრემლი არ მისცემს ბჟანიას 2025 წელს „ხელახლა არჩევის“ შესაძლებლობას, თუ ბიჭვინთის ნაკრძალის გადაცემის მსგავსად, „აპარტამენტებზეც“ კრემლისთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო.
Your browser doesn’t support HTML5
თავად ასლამ ბჟანიას „კანონპროექტის“ „გაწვევის“ შემდეგ, რუსეთის სახელმწoფო არხ „რასია 24“-თვის მიცემულ ინტერვიუში არ დაუმალავს, რომ ე.წ „აპარტამენტების“ აშენება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავ ქონებას დაეპატრონონ, კრემლის დიდი ხნის მოთხოვნაა.
„ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება 2008 წლიდან აყენებდა და დღემდე სამართლიანად აყენებს. ეს ნამდვილად სწორია, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი.ასლან ბჟანია, აფხაზი სეპარატისტების ლიდერი
„ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება 2008 წლიდან აყენებდა და დღემდე სამართლიანად აყენებს. ეს ნამდვილად სწორია, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი. რუსეთის მოქალაქეები ჩვენი ახლობელი და ნათესავი ხალხია, ჩვენ გვაქვს რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა და რა თქმა უნდა, საკითხებს, რომელიც მეტად დაგვაახლოებს და ჩვენი ეკონომიკის განვითარების საშუალებას მოგვცემს, მომავალშიც დავაყენებთ,“ - აღნიშნა სეპარატისტების ლიდერმა ბჟანიამ.
ბჟანიას არ დაუკონკრეტებია, ე.წ „აპარტამენტების“ საკითხს როდის მიუბრუნდება. მას დრო 2025 წლის მარტამდე აქვს, როცა ანკლავში, მორიგი, უკანონო, ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებია“ დანიშნული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება,სოხუმში მიმდინარე მოვლენებს, "აპარტამენტებთან" დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის (სუს) უფროსის ყოველწლიურ მოხსენებაში, რამდენიმე წინადადებით გამოეხმაურა.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენი შეფასებით კანონპროექტი ანექსიური პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ვინაიდან, აღნიშნულით შესაძლებელი გახდება, რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა“ - განაცხადა სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. თუ რა ნაბიჯებს დგამს "ქართული ოცნება" საერთაშორისო არენაზე რომ რუსეთის გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში შეეწინააღმდეგოს, ამ თემაზე მოხსენებაში ლილუაშვილს არ უსაუბრია.
აღნიშნულით შესაძლებელი გახდება, რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნაგრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება ბათილია. ამავე დროს, ექსპერტების აზრით, თუ რუსეთმა აფხაზეთში ე.წ „აპარტამენტების“ თემის გატანა მაინც შეძლო, ეს თვისობრივად ცვლის არსებულ ვითარებას, როგორც აფხაზებისთვის, ისე ოფიციალური თბილისისთვისაც.
„თუ ეს აპარტამენტები მაინც აშენდა, ამდენი ნომერი რუსებზე გაიყიდა, კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში იქ დაგვხდება დიდძალი ქონება, რომელიც რუსეთის საკუთრება იქნება. რა თქმა უნდა, ეს არაკანონიერია ცალსახად, მაგრამ რაკი იქ დაგვხდებიან რუსი მესაკუთრეები, ეს იქნება დამატებითი რთული ფაქტორი მოლაპარაკების დროს,“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთის რეგიონზე კონტროლი 1993 წელს დაკარგა. მას შემდეგ, ანკლავი რუსეთის სუბსიდიებით ცხოვრობს, თუმცა, სეპარატისტები ამ დრომდე ახერხებდნენ, რომ მიწის და უძრავი ქონების „ოფიციალურად“ „გაყიდვა“, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაეშვათ.
Your browser doesn’t support HTML5
აფხაზი სეპარატისტების ბიუჯეტი 2024 წლისთვის - 12 მილიარდ 832 მილიონი რუსული რუბლია (დაახლოებით, 403 მილიონი ლარი). გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი აფხაზებს უხდის პენსიებს, ხელფასებს, ახორციელებს სხვადასხვა ობიექტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დაფინანსებას (ამ თანხებში არ შედის აფხაზეთში საოკუპაციო ძალების და ე.წ მესაზღვრეების შენახვა), რუსეთის სუბსიდია ყოველწლიურად, აფხაზების მთელი ბიუჯეტის 50-60% აღწევს.
ანალიტიკოსების აზრით, აფხაზეთის ანექსიისა და ე.წ „დამოუკიდებლობის“ უკანონო ცნობიდან 16 წლის თავზე, კრემლი ღიად ცდილობს აჩვენოს, თუ ვინ არის აფხაზეთის ნამდვილი პატრონი. მოსკოვი უკვე ღიად ეუბნება აფხაზებს, რომ აღარ დააფინანსებს მათ, თუ „მიწას და ქონებას არ გაყიდიან“.