დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დელეგატებს შეუძლიათ, ონლაინ კენჭისყრის გზით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატად აირჩიონ და ამასთან ერთად, მხარი დაუჭირონ მის ჯერ არ დასახელებულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს. ონლაინ კენჭისყრა მომავალ კვირაში დაიწყება.
კონვენციის წესების კომიტეტმა ოთხშაბათს მიიღო წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს დელეგატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმა მისცენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შემცვლელ პოტენციურ კანდიდატებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა, გასულ კვირას, უარი თქვა მეორე ვადისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ასევე ნახეთ: "წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას" - პრეზიდენტმა ბაიდენმა ერს მიმართამაგრამ ჰარისი ერთადერთი მთავარი დემოკრატია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ის ნომინაციის მიღებისთვის იბრძოლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დიდი ალბათობით იქნება დამტკიცებული ვირტუალური კენჭისყრის პირველ რაუნდში, რომელიც 1 აგვისტოდან იწყება. ეს 18 დღით უსწრებს წინ, ჩიკაგოში დაგეგმილ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციას, ყრილობას, სადაც პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს.
დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმ ჰარისონმა საპრეზიდენტო რბოლაში უპრეცედენტო რყევის შესახევ ისაუბრა და თქვა, - „ღამის სიბნელეში, ჩვენს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ვხედავთ.“
გეგმა, მცირე წინააღმდეგობით, ონლაინ დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა, რომელიც 90 წუთზე მეტი გაგრძელდა. კონვენციის წესების სრული ნაკრების მიღებას 157-მა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
ისინი მოითხოვენ ჰარისისგან და ნებისმიერი სხვა პოტენციური დემოკრატისგან, რომელსაც სურს დაუპირისპირდეს მას, 30 ივლისის საღამომდე წარადგინონ ყრილობის დელეგატების 300 ელექტრონული ხელმოწერა.
თუ რამდენიმე კანდიდატი მიიღებს კვალიფიკაციას, ამან შეიძლება გამოიწვიოს კენჭისყრის რამდენიმე რაუნდი, რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგრამ, თუ ჰარისი ერთადერთი კანდიდატი იქნება, კენჭისყრა დაიწყება 1 აგვისტოს. დელეგატები ხმას აძლევენ „დაუვალდებულად“, რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ პოზიცია შეიცვალონ.
დელეგატები ბიულეტენებს მიიღებენ უსაფრთხო ელექტრონული ფოსტით. პროცესი გამიზნული იქნება არა მხოლოდ ჰარისის ფორმალურად წარდგენისთვის, არამედ ასევე, საბოლოო ჯამში, იგივე გააკეთდეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შემთხვევაში, რომელსაც ის აირჩევს.
ასევე ნახეთ: ჰარისის კამპანია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ეძებსამ დრომდე უცნობია, ვინ შეიძლება აირჩიოს კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას მასთან ერთად გააგრძელებს. წინასაწრ დასახელებულ კანდიდატებს შორისაა კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშირი, პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორი როი კუპერი, არიზონას სენატორი მარკ კელი. მაგრამ, ამასთან ერთად, პოტენციურად, ნახევარი ათეული სხვა კანდიდატი განიხილება.
ბაიდენი გასულ შაბათ-კვირას გამოეთიშა რბოლას და მხარი დაუჭირა ჰარისს. Associated Press-ის გამოკითხვამ, რომელიც ყრილობის დელეგატებს შორის ჩაატარა აჩვენა, რომ ვიცე-პრეზიდენტს 1,976 დელეგატზე მეტის მხარდაჭერა აქვს, რომელიც მას პირველ კენჭისყრაზე დასჭირდება.
თუმცა, ეს ავტომატურად არ აქცევს მას ნომინანტად და პარტია აგრძელებს ვირტუალური ხმის მიცემის პროცესს.
"ჩვენი პარტია რჩება ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე ნომინაციის პროცესისადმი", - თქვა მინიონ მურმა, დემოკრატიული კონგრესის თავმჯდომარემ, - "ჩვენ ამას სწორად გავაკეთებთ."