პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა და მისმა ახალმა დემოკრატმა ოპონენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, სამშაბათს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთმანეთის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები გაცვალეს.
ასევე ნახეთ: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინებიიმავდროულად, პრეზიდენტი ბაიდენი, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაბრუნდა. პრეზიდენტობის დარჩენილი ვადის გამოყენებას ის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გეგმავს. ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ვადა 2025 წლის იანვარში ეწურება, როცა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
მას შემდეგ, რაც 81 წლის ბაიდენმა, უარი თქვა ებრძოლო მეორე ვადით არჩევისთვის, დონალდ ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჰარისზე თავდასხმაზე სწრაფად გადავიდა.
“მატყუარა კამალა ჰარისი ანადგურებს ყველაფერს, რასაც ეხება!“, - დაწერა, საკუთარ სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე, დონალდ ტრამპმა.
„დემოკრატებმა საზოგადოება მოატყუეს და შეცდომაში შეიყვანეს თაღლითი ჯო ბაიდენის შესახებ და ახლა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მას აქვს სრული და აბსოლუტური კოგნიტური და ფიზიკური დაქვეითება", - წერს ტრამპი. მისი თქმით, დემოკრატებს, ასევე, „შეცდომაში შეჰყავთ რესპუბლიკური პარტია, რის გამოც ის დიდ დროსა და ფულს კარგავს“ პოლიტიკურ რეკლამებზე, რომლის სამიზნე ჯო ბაიდენია და რომელიც ტრამპის ოპონენტი აღარ არის.
კამალა ჰარისმა, კალიფორნიის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, სამშაბათს ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ დონალდ ტრამპის მსგავს ადამიანებს კარგად იცნობს.
მაისის ბოლოს, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს 34 დანაშაულში, რომლებიც დაკავშირებულია 2016 წელს, სიჩუმის მიზნით გადახდილ თანხაზე, რომელიც მან რვა წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადაიხადა. ფული გადაუხადეს ზრდასრულთათვის განკუთვნილი ფილმების მსახიობს, რათა შეეწყვითა მტკიცება, რომელსაც ტრამპი უარყოფს, რომ 10 წლის წინ, მათ ერთი ღამის სექსუალური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდათ.
ბაიდენმა, რომლის პრეზიდენტობის ვადა 6 თვეში ამოიწურება, სრულად დაუჭირა მხარი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისის წარდგენას. ორშაბათს, მან ჰარისის კამპანიის წარმომადგენლებს უთხრა, „სახელი შეიცვალა ბილეთის ზედა ნაწილში, მაგრამ მისია არ შეცვლილა. და სხვათაშორის, არსად არ მივდივარ. ვაპირებ, კამპანიის განმავლობაში მის გვერდით, კამალასთან ერთად ვიყო.“
ასევე ნახეთ: რას ამბობს კვლევები თუ საპრეზიდენტო კანდიდატები ტრამპი და ჰარისი იქნებიან?ბაიდენმა თქვა, რომ ოთხშაბათ საღამოს, სიტყვით მიმართავს ერს თეთრი სახლიდან, საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ და იმაზე, თუ როგორ აპირებს მმართველობას მისი თანამდებობაზე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. ის პირველი პრეზიდენტია ლინდონ ჯონსონის შემდეგ, რომელმაც 1968 წელს, ხელახალი არჩევისთვის წინასაარჩევნო კამპანია დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი დემოკრატი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ბაიდენის გასვლას, პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის რამდენიმე კანდიდატს შორის შეჯიბრი მოჰყვებოდა, ყველაზე მეტად სავარაუდო საპრეზიდენტო ნომინანტებმა, კამალა ჰარისს მალევე დაუჭირეს მხარი.
ორშაბათს საღამოსთვის, ჰარისმა საკმარისზე მეტი დელეგატის შემოკრება შეძლო იმისთვის, რომ არაოფიციალურად გამოცხადებულიყო როგორც ნომინანტი. ოფიციალურად ეს დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე, ეროვნულ ყრილობაზე უნდა მოხდეს, რომელიც ჩიგაკოში, 19-22 აგვისტოს გაიმართება. თუმცა, პარტია მართავს ვირტუალურ კენჭსიყრას, რომელიც შედეგს კიდევ უფრო ადრე, 7 აგვისტოს გამოავლენს.
წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, რომელიც გავლენიანი დემოკრატი სტრატეგია, კამალა ჰარისს მხარი დაუჭირა. ჰარისს ასევე მხარი დაუჭირა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ, რომელიც ჰოლივუდში დემოკრატიული პარტიის ფონდების მთავარ მომძიებლად მიიჩნევა. კლუნიმ, ორი კვირის წინ, გამოცემა The New York Times - ში საავტორო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებდა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოეხსნა.
კონგრესის ორმა დემოკრატმა ლიდერმა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმრემა და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, კამალა ჰარისს მხარი ასევე ოფიციალურად დაუჭირეს.
„ვართ თუ არა ენთუზიაზმით განწყობილი? ეს ბედნიერი დღეა. დემოკრატები უფრო ერთიანნი მიიწევენ წინ, ვიდრე ოდესმე“, - თქვა კამალა ჰარისის მხარდასაჭერად, სენატორმა შუმერმა.
ჰარისის კამპანიამ განაცხადა, რომ კვირა დღის შუადღიდან, როდესაც ბაიდენმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, ორშაბათს საღამომდე, 100 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.
ასევე ნახეთ: ვინ იქნება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი?ამ ფონზე, კამალა ჰარისმა უნდა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას მასთან ერთად განაგრძობს. მედიაში გავრცელებულ სახელებს შორის იყო არიზონას სენატორი მარკ კელი, ყოფილი ამერიკელი ასტრონავტი და ექვსი შტატის გუბრენატორები, - ენდი ბეშარი კენტუკიდან, გრეტჩენ უიტმერი მიჩიგანიდან, ჯე ბი პრიცკერი ილინოისიდან, ტიმ უოლცი მინესოტადან, ჯოშ შაპირო პენსილვანიიდან და როი კუპერი ჩრდილოეთ კაროლინადან.
კამალა ჰარისმა, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის პირველი შეხვედრა მილოუკიში, უისკონსინში გამართა. დონალდ ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის ოფიციალურად მოპოვების შემდეგ, პირველ ამგვარ შეხვედრას ოთხშაბათს, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტაში გამართავს. ამ შტატში, ოთხი წლის წინ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ეროვნულ დონეზე არჩევნები არჩევნებში წააგო.
განვითარებული მოვლენების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კამალა ჰარისი შეაქო და თქვა, - „ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და ჩვენი დიპლომატიის წამყვანი ხმაა.“ მაგრამ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენს წინ ბევრი სამუშაო აქვს.
„ის, რაზეც ის ინტენსიურად არის ორიენტირებული, არის სამუშაო, რომელიც რჩება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იმ ძალისხმევის გასაგრძელებლად, რომელსაც ჩვენ ვწევდით, განსაკუთრებით ვცდილობდით მშვიდობის დამყარებას ახლო აღმოსავლეთში, ღაზაში ომის დასრულებას. ის ისევე ეფექტურად უმკლავდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია უკრაინის გასაძლიერებლად", - თქვა მან.