ნატო 75 წლის წინ დაარსდა და მასში თავდაპირველად 12 წევრი შედიოდა. შვედეთი ალიანსის უახლესი და 32-ე წევრი გახდა. ჯიმ ტაუნსენდი, რომელიც პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი და 8 წლის განმავლობაში, ნატოს და ევროპის საკითხებში, თავდაცვის მდივნის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შედეგად, ახლა „როცა პუტინი ფანჯრიდან იხედება ნატოს ხედვას“.
ის ასევე საუბრობს არქტიკაში რუსეთის ბირთვულ წყალქვეშა ფლოტზე, რომელსაც ახლა საქმიანობა ნატოს მეზობლად მოუწევს. ტაუნსენდი სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტზეც საუბრობს და ამბობს, რომ გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტი მნიშვნელოვან დროს და მნიშვნელოვანი გზავნილებით შედგა. ტაუნსენდს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ინტერვიუ დარედაქტირებულია შემოკლებისა და სიცხადისთვის.
ჯიმ, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დრო რომ გამონახეთ. ბოლო რამდენიმე თვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლით დავიწყოთ - შვედეთი ნატოს შეუერთდა და ალიანსის 32-ე წევრი გახდა. როგორ აფასებთ გაფართოების მთლიანობაში?
მთლიანობაში გაფართოებაზე რომ ვისაუბროთ, ეს იყო აბსოლუტურად სწორი მომდევნო ნაბიჯი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გადაიდგა. 1990-ნების დასაწყისში ნატოს უნდა გადაეწყვიტა როგორი იქნებოდა მისი მომავალი, განსაკუთრებით ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ - თავადაც უნდა გამქრალიყო, თუ სხვა გამოსავალი მოენახა. მაშინ მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ნატო იყო სტაბილურობის გარანტიის ძალა ევროპაში და ასევე, ევროკავშირთან ერთად, მექანიზმი ვარშავის პაქტიდან გამოსული ახალი დემოკრატიებისთვის ევროპასთან ინტეგრაციისთვის.
Your browser doesn’t support HTML5
ეს 1990-იან და 2000-იან წლებში, ამ ახალი ქვეყნების ევროპულ ინსტიტუტებსა და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანებას გულისხმობდა, რაც მეორეს მხრივ, ახალი ევროპის შექმნაში მათთვის დახმარების გაწევაც იყო. ამან ძალიან კარგად იმუშავა. მე პირველივე დღიდან ჩართული ვიყავი ამ პროცესში ჩემს კოლეგებთან ერთად და ძალიან მახარებს ის, რომ მაშინ ეს სამუშაო ჩავატარეთ, რადგან შევქმენით ევროპა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე, ცივი ომის შემდეგ ბევრად უფრო სტაბილური, ინტეგრირებული და უსაფრთხოა -- ისეთი ევროპა, რომლის ნახვაც, ვფიქრობ, ყველას გვინდოდა.
ასევე ნახეთ: რუსეთს ევროკავშირმა მეტი სანქცია უნდა დაუწესოს, აცხადებენ ფინეთი და შვედეთიდა ეს 75 წელია გრძელდება. ივლისში ნატო 75 წლის იუბილეს ვაშინგტონის სამიტზე იზეიმებს. თქვენ ამბობთ, რომ ამ დროის განმავლობაში ნატო სტაბილურობის გარანტი არის, რუსეთი და მისი მხარდამჭერები კი ხშირად ამბობენ, რომ ნატო მის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება და ალიანსი რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. რა პასუხი გაქვთ ამაზე?
უნდა ვთქვა, რომ მაშინ რუსებთანაც ვმუშაობდი და ვიცი, რომ მათ ეს იციან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაციაა და ეს არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენს დოკუმენტებში, განცხადებებში, შეხვედრებზე. ჩვენ თავდაცვის მიზნით ვართ შექმნილი. ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები თავდაცვითია. ამასთან, შესაძლებლობები გამუდმებით მცირდებოდა სამხედრო შესაძლებლობების სახეობების, ფიზიკური ძალის, თვითმფრინავების, თუ გემების რაოდენობის თვალსაზრისით. ის ვინც ნატოს ძალებისგან საფრთხეს გრძნობს, რა თქმა უნდა, არ იცის, როგორ გამოიყურება მისი სამხედრო შესაძლებლობები.
შეერთებული შტატები საქართველოსთან წლების განმავლობაში მუშაობს ორმხრივად. დღემდე ეხმარება თავდაცვის ძალებს წვრთნებითა და შეიარაღებით, ჯარის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გასაზრდელად. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის.
პუტინმა კი ეს იცის. მისმა გენერლებმაც იციან, რომ ნატო მათ არ ემუქრება. მაგრამ პუტინი ეძებს საბაბს იმისთვის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის რაც შეიძლება მეტი ნაწილი დაიბრუნოს. როდესაც 2000 წელს ელცინისგან მან ძალაუფლება ჩაიბარა არ მგონია ვინმე ფიქრობდა იმაზე, რომ ეს პუტინის მიზანი იქნებოდა. შეიძლება მაშინ ეს არც იყო მისი მიზანი. მაგრამ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ ის უკვე მტკიცედ მიდიოდა ამ მიმართულებით. ეს არა იმიტომ, რომ მას ნატოსი ეშინოდა ან რუსეთის გარშემო ნატომ რაღაც უზარმაზარი სამხედრო შესაძლებლობები შექმნა . არა - ის ეძებდა საბაბს, რომ ბრალი სხვებზე დაეკისრებინა.
და თუ მართლაც ასე იყო და პუტინს ნატოს სიდიდე აშფოთებდა, ახლა, მიერ მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნატო-რუსეთის საზღვარი თითქმის გაორმაგდა - ალიანსს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ორი ძლიერი ძალა, ფინეთი და შვედეთი შეუერთდა. რას ნიშნავს ეს ევროპის თავდაცვისთვის და მეორეს მხრივ, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?
თუ გადახედავთ, რა მოუტანა საკუთარ თავს პუტინმა ამ ორ ქვეყანაში უკრაინაში და საქართველოში შეჭრით -- საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს -- არის ის, რაც თქვენ აღნიშნეთ - გაცილებით ძლიერი ნატო, ნატო მეტი წევრით და მეტი სამხედრო შესაძლებლობებით. ეს ასევე ძალიან სიმბოლურია შვედეთისა და ფინეთისთვის. ისინი დიდი ხნის განმავლობაში - განსაკუთრებით შვედეთი - სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკას აწარმოებდნენ და რუსეთს, როგორც მეზობლები, არანაირ პრობლემას არ უქმნიდნენ. პირიქით, მაღალ ჩრდილოეთში ისინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნეიტრალური ტერიტორიის სტაბილურობის გარანტები იყვნენ. პუტინის არასწორი გათვლების გამო ეს შეიცვალა.
ასევე ნახეთ: აშშ - ნატო - შვედეთიამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით ალიანსი გაძლიერდა არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით, რადგან ორივე მათგანს ძალიან, ძალიან ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს, არამედ ტექნოლოგიურადაც. სამხედრო ტექნოლოგიების თვალსაზრისით ორივე ქვეყანა, განსაკუთრებით შვედეთი, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
მათ ნატოსთვის ასევე მოაქვთ ინტელექტუალური შესაძლებლობები და დიპლომატიური ძალა იმისთვის, რომ შეხედონ პრობლემას და მისი გადაჭრის გზები შეიმუშაონ. ეს არის ის, რაც ალიანსს მუდმივად სჭირდება.
რუსეთის პერსპექტივიდან, მოსკოვიდან კი ახლა ასე ჩანს - როცა პუტინი ფანჯრიდან იყურება, იქ ნატოს ხედავს, სადაც მანამდე სამხედრო თვალსაზრისით მიუმხრობელ ქვეყანას უყურებდა. თქვენ რუსეთსა და ფინეთს შორის გრძელი საზღვარი ახსენეთ, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი კოლას რეგიონში მდებარეობს, რომელიც ნორვეგიის ზემოთ, არქტიკაში, გრენლანდიის მახლობლად არის. რუსეთს სწორედ აქ ჰყავს ბალისტიკური რაკეტების მატარებელი წყალქვეშა ნავები, საზღვაო ავიაცია, სტრატეგიული ბომბდამშენები და ბევრი სხვა სამხედრო შესაძლებლობები. ამასთან, ისინი სწორედ აქ ატარებენ ექსპერიმენტებს, როდესაც ჰიპერბგერით რაკეტებს, თუ სხვა ახალ იარაღს ქმნიან. რუსეთისთვის ეს არქტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა, იმის ნაცვლად, რომ მეზობლად ორი ნეიტრალური ქვეყანა ჰყოლოდა, რომლებიც მას პრობლემას არასდროს უქმნიდნენ, მას ნატო ესაზღვრება. იქვეა ნატოს სხვა ტერიტორიაც - ნორვეგია, ასევე დანია, ისლანდია, გრენლანდია. რუსეთის ეს ბასტიონი, როგორც მას თავად უწოდებენ, ახლა ნატოს წევრი სახელმწიფოებით არის გარშემორტყმული და რუსეთისთვის თავდაცვა მნიშვნელოვნად გართულდა.
ასევე ნახეთ: ლანდერჰოლმი: თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდებანატო არ წარმოადგენს საფრთხეს და მას სტაბილურობა მოაქვს. არ მგონია რუსეთში ამას ასე უყურებდნენ, მაგრამ გარკვეულწილად, ეს რუსებს საქმეს უადვილებს, რადგან ეს რეგიონი სტაბილური იქნება. ფინეთი და შვედეთი რუსების წინააღმდეგ აგრესორები არ არიან, ისინი ახლა რუსეთის მხრიდან აგრესიის შეჩერებაზე იზრუნებენ. ისინი ასევე იცავენ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რადგან თუ რუსეთი მათ მიმართ აგრესიული გახდება, შვედეთი ფარავს ბალტიის ზღვასაც, სადაც მას ძლიერი სამხედრო ფლოტი ჰყავს.
რას ნიშნავს ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით, არქტიკაში ყოფნა სამხედრო თვალსაზრისით? რუსეთს არქტიკაში ბირთვული წყალქვეშა გემების ფლოტი ჰყავს, რაც მისი ბირთვული ტრიადის ნაწილია, როგორც მეორე დარტყმის შესაძლებლობა. ცოტა მეტი გვითხარით იმაზე, თუ რას ნიშნავს შვედეთის ნატოში გაწევრიანება ბირთვული შეკავების თვალსაზრისით.
ჯერ ბალტიისპირეთზე ვისაუბრებ, რადგან ბალტიის ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორიაა. მას რუსებიც ესაზღვრებიან კალინინგრადის მეშვეობით. შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ახლა ალიანსს ბალტიის ზღვაში არა მხოლოდ ძლიერი საჰაერო ძალები, არამედ წყალქვეშა ნავების ფლოტი შეუერთდა, რომელმაც იცის, როგორ იმოქმედოს ბალტიის ზღვაში. ეს საკმაოდ რთული ზღვაა, განსაკუთრებით წყალქვეშა ნავებისთვის, იმის გამო, რომ ის არ არის ძალიან ღრმა.
ამგვარად, საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობებით ამ ორ ქვეყანას ბალტიისპირეთში მძლავრი თავდაცვითი საშუალებები მოაქვს. ასევე გაადვილდება ზღვაზე და იმ გემებზე დაკვირვებაც, რომლებიც რუსეთს კალინინგრადში ჰყავს.
არქტიკასთან დაკავშირებით იმას ვიტყვი, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსს აძლევს საშუალებას უკეთ იყოს ინფორმირებული რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის და მისი საზღვაო და საჰაერო აქტივობების შესახებ.
მეორე დარტყმის შესაძლებლობების მქონე წყალქვეშა გემებზე კი იმას ვიტყვი, რომ ახლა უკეთესი წარმოდგენა გვექნება იქ არსებულ სიტუაციაზე და არ გვექნება სიურპრიზები, რომ რამემ გაგვაკვირვოს. ვფიქრობ, ეს არის მთავარი რამ: თვალი ვადევნოთ იმას, რაც არქტიკაში ხდება.
რასაკვირველია, ეს გაფართოება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას მოჰყვა. ნეიტრალური ქვეყნები - შვედეთი და ფინეთი - რუსეთისგან თავს დაცულად აღარ გრძნობენ. კმაყოფილი ხართ თუ არა იმით, რასაც ნატო აკეთებს უკრაინის დასახმარებლად?
ეს კარგი და რთული კითხვაა. ქვეყნებით დავიწყებ. შეერთებულ შტატებში ჩვენმა შიდა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ რთული ხდება წარმომადგენელთა პალატაში დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად, რათა მათ იყიდონ საბრძოლო მასალა რუსეთის მიერ ყოველდღიური შეტევების შესაჩერებლად. უკრაინაში თუ ხარ, ეს პაუზა იგრძნობა, რადგან ამერიკის დახმარება ამ დროისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას ევროპული ქვეყნები ხედავენ. ევროპელები აცნობიერებენ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შეიძლება ქვეყანამ აირჩიოს პრეზიდენტი, რომელსაც შესაძლოა, საერთოდ არ სურდეს უკრაინის დახმარება.
ამიტომ, ისინი ცდილობენ ახლა უკეთ მოაწყონ საკუთარი თავდაცვა და შეავსონ შეერთებული შტატების მიერ დატოვებული ჩავარდნა. მინდა ჩეხეთის რესპუბლიკა გამოვყო, რომელიც ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს. მათ იშოვეს 155-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინაში სჭირდებათ. ჩეხეთის რესპუბლიკა ვარშავის პაქტის ყოფილ ქვეყნებში აგროვებს ამ არტილერიას და უკრაინას უგზავნის. ასევე, გვესმის განცხადებების მაკრონისგან, იმაზე თუ რის გაკეთებას აპირებს საფრანგეთი. გვესმის ის, თუ რას აპირებს გერმანია. ევროპა ძალიან ბევრს აკეთებს, თუმცა ბევრჯერ ეს შეუმჩნეველი რჩება, რადგან ყველას ყურადღება შეერთებული შტატებისკენ არის მიმართული.
თქვენ ახლა პარიზში ხართ და მოდით პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაზეც ვისაუბროთ, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია. თავდაპირველად, მან თქვა, რომ არ გამორიცხავდა უკრაინაში დასავლური ჯარის გაგზავნას. შემდეგ ეს კრემლმა გაიმეორა და თქვა, რომ ფრანგები ოდესაში ჯარების გაგზავნისთვის ემზადებიან. რა გესმით ამის შესახებ საფრანგეთში, როგორ ფიქრობთ, საით წავა დისკუსია?
იმაზე თუ ვიფიქრებთ, თუ რა თქვა მაკრონმა, ვნახავთ, რომ მან დატოვა საკმარისი გაურკვევლობა იმისთვის, რომ არ ვიცოდეთ ამ კითხვაზე პასუხი. მსგავსი რამ საჯაროდ პირველად ითქვა. ამით, პუტინს გაეგზავნა მესიჯი, რომ არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ სხვა მოკავშირეებიც, უკრაინაში ძალების შეყვანის პოტენციალს არ გამორიცხავენ, თუმცა არა რუსებთან საბრძოლველად, არამედ უკრაინული ძალების მოსამზადებლად. ვფიქრობ, ის, რაც მაკრონმა თქვა, მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობ, ამის მოსმენა პუტინს სჭირდებოდა.
ცხადია, ეს პუტინს მტკივნეულ ნერვზე მოხვდა, რადგან ის მალევე გამოვიდა და ისევ დაიწყო ბირთვული მახვილის ქნევა დასავლეთის შესაშინებლად. მაგრამ ვფიქრობ, ამის სამწუხარო ნაწილი იყო ბევრი ევროპული ქვეყნის რეაქცია, განსაკუთრებით გერმანიისა, რომელმაც მყისიერად თქვა, რომ ისინი ამის ნაწილი არ იქნებოდნენ. იგივე გააკეთა ამერიკამაც. მაკრონმა წესით იცოდა, რომ მის განცხადებას ეს რეაქცია მოჰყვებოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას ამ თემაზე მოკავშირეებთან არ უსაუბრია. მაგრამ ახლა, როგორც იტყვიან... რძე დაიღვარა... რაც მთავარია, ვფიქრობ, პუტინმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა იციან, რომ ევროპა სერიოზულად ეკიდება უკრაინაში მიმდინარე ომს.
ნატოს რაც შეეხება, ის ხმაურის გარეშე, მოხერხებული გზებით ცდილობს ქვეყნებისგან საბრძოლო მასალა შეაგროვოს და ის უკრაინას მიაწოდოს.
ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ამ კვირაში საქართველოში იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირა და საქართველოს დემოკრატიული წინსვლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს - რამდენიმე თვეში გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე ეს ერთ-ერთი რიგითი ვიზიტი იყო თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის გზავნილის მატარებელი?
არ ვფიქრობ, რომ ამ დღეებში სტოლტენბერგი რაიმე ისეთ აკეთებდეს, რაც არაფერს ნიშნავს. ევროპაში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, მისი და სხვა ევროპელი ლიდერის ყველა ნაბიჯი რაღაცას ნიშნავს. საქართველოსთან დაკავშირებით მე ვიტყოდი იმას, რომ არ დავივიწყოთ საქართველო და კონცენტრაცია მთლიანად უკრაინაზე არ გავაკეთოთ. საქართველო, მოლდოვა, და უკრაინა ის ქვეყნებია, რომლებიც არ უნდა გავწიროთ იმისთვის, რომ რუხ ზონაში დავტოვოთ, სადაც დასავლეთი ბოლომდე ჩართული არ არის და რუსები ფიქრობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი რაც მოესურვებათ.
პუტინს უნდა ესმოდეს ის, რომ ჩვენ რეგიონი გვაინტერესებს, რომ მას არ შეუძლია რაც მოესურვება ის გააკეთოს. ამ ვიზიტით, სტოლტენბერგმა აჩვენა, რომ ნატო კვლავ მუშაობს საქართველოსთან, რომ ქართველები ნატოს არ დავიწყებია. დიახ, საქართველოში არის შიდა პრობლემები, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში პრობლემები აქვთ. მაგრამ ეს სამყაროს ის ნაწილია, სადაც ასეთი მოვლენები უცხო არ არის. ამიტომ ეს არავის უნდა გაუკვირდეს.
მთავარი აქ ის არის, რომ საქართველო არ არის დავიწყებული და ის დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატები საქართველოსთან წლების განმავლობაში მუშაობს ორმხრივად. დღემდე ეხმარება თავდაცვის ძალებს წვრთნებითა და შეიარაღებით, ჯარის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გასაზრდელად. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო და მიხარია, რომ გენერალურმა მდივანმა ეს გააკეთა. ის თანამდებობას რამდენიმე თვეში დატოვებს. წესით, შეეძლო ბრიუსელში საცურაო აუზთან მჯდარიყო და გეოპოლიტიკაზე არ ენერვიულა. მაგრამ ის საქმეს აგრძელებს და არწმუნებს ქართველებს და სხვებს, რომ ნატო მხარში უდგას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას და ჯობია პუტინმა საქართველოს კლანჭები არ ჩაავლოს.