დიდი ბრიტანეთი 4,5 მილიარდ ფუნტს [5,7 მილიარდ აშშ დოლარს] დახარჯავს მომდევნო ათწლეულში შეიარაღებული ძალებისთვის უახლესი უპილოტო საფრენი აპარატების, იგივე, დრონების შემუშავებისთვის.
მთავრობის განცხადებით, უკრაინის ომმა აჩვენა სამხედრო კონფლიქტში ავტონომიური სისტემების და დრონების მნიშვნელობა.
ასევე ნახეთ: მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში უფრო ღრმად - მათ შორის, ოდესაში - შესვლა სურსუპილოტო ტექნოლოგიები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელშიც ორივე მხარე უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძვის.
დრონების წარმოება იაფი ღირს, თუმცა მათ მოწინააღმდეგისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი ინვესტიცია დააჩქარებს დრონების არმიისთვის, სამეფო საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალებისთვის, ასევე დაზვერვის სამსახურებისთვის მიწოდებას.