ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 45-დან 40 შაჰედის დრონი გაანადგურა


რუსეთ-უკრაინის ომის ორი წლის თავზე კრემლი უკრაინაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. კვირას, რუსეთმა თავდასხმებისთვის 45 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

კიევის მტკიცებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა, ცხრა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, კიევის გარეუბანში ირანული წარმოების შაჰედის 40 დრონის განადგურება შეძლეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სანაპირო ინფრასტრუქტურა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კიევმა დრონების დიდი ნაწილის განადგურება შეძლო, უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ინფორმაციით, თავდასხმის დროს მიკოლაივის რეგიონში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ "შაჰედის ტიპის დრონის" ფრაგმენტები იპოვეს სამხრეთ ქალაქ ეტულიასთან, უკრაინის საზღვართან ახლოს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

„არსებობს ეჭვი, რომ აღმოჩენილი ნამსხვრევები უპილოტო საფრენ აპარატი ნაწილებია, რომელიც უკრაინის ანტისაჰაერო სისტემების მიერ განადგურდა“, - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში. სოციალურ ქსელ „ექსზე“ მომხდარს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და თქვა, რომ „რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG