ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიის პოლიციამ ნაჯახით და დანით შეიარაღებული მამაკაცი მოკლა


შვეიცარიაში, პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა და მოკლა მამაკაცი, რომელსაც 15 ადამიანი მატარებელში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში, მძევლად ჰყავდა აყვანილი და შეიარაღებული იყო ნაჯახითა და დანით.

შემთხვევა მატარებლის ვაგონში, საფრანგეთის საზღვრის მახლობლად მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის დროს არცერთი მგზავრი არ დაშავებულა, პოლიციის დროული შეტევის დროს კი შეიარაღებული მამაკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა.

ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მოტივი. მამაკაცს რომელსაც მძევლები ჰყავდა აყანილი მიზეზებზე არ უსაუბრია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 32 წლის ირანელი მამაკაცი იყო, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფარს ეძებდა.

საპოლიციო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარემოებები არ მიუთითებს, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა იყო.

„ეს უპრეცედენტო მოვლენაა, მსხვერპლის, 15 მძევლისა და 60 პოლიციელის ჩარევის გათვალისწინებით“,- თქვა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალურმა პროკურორმა ერიკ კალტენრიდერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG