ღაზაში, პალესტინელთათვის ამ დრომდე შედარებით უსაფრთხო ბოლო თავშესაფარ ქალაქში დარჩენილი მოქალაქეები შიშობენ, რომ ისრაელი დასახლებას მალე შეუტევს. ეს მოლოდინი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქაიროში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
ასევე ნახეთ: „ჰამასის“ მძევლების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენეგვიპტის დედაქალაქში მოლაპარაკება, რომელშიც შეერთებული შტატები, ისრაელი, ეგვიპტე და კატარი მონაწილეობდნენ, 13 თებერვალს მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა. შემდეგი შეხვედრის თარიღი არ გამოცხადებულა.
შეთანხმების მიუღწევლობა საფრთხეს უქმნის მილიონზე მეტ პალესტინელს, რომლებიც რაფაში ღაზას სხვა ნაწილებიდან ჩავიდნენ და ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქში კარვებში და სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფრებში ცხოვრობენ.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ რაფაში ოპერაციას „ჰამასის“ ისლამისტი მებრძოლების სამალავების გასანადგურებლად გეგმავს და 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის დროს აყვანილი მძევლების გათავისუფლება სურს. ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა არ წარუდგენია.