ტოკიო, ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირე აზიაში, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს გზავნილს აწვდის: ნუ ეცდებით ჩინეთთან რაიმე შეთანხმების მიღწევას, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს წლების განმავლობაში გაწეული კოლექტიური ძალისხმევა პეკინის შესაკავებლად და რეგიონში მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად.
ასევე ნახეთ: იაპონია სატელიტიდან ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებას აპირებსიაპონიამ ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპთან დაახლოებულ ადამიანებთან ურთიერთობის მცდელობები გაააქტიურა, რადგან რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში აჩვენა, რომ ამ ეტაპზე ის პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში ლიდერობს.
ტრამპთან დაკავშირების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ექვს იაპონელ ოფიციალურ პირთან ინტერვიუში გამოიკვეთა. ეს იმ ფონზე, როცა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აპრილში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტისთვის ემზადება.