ჩინეთი კიევისგან მისი კომპანიების "ომის დამფინანსებელთა" სიიდან ამოღებას ითხოვს

ჩინეთმა უკრაინას ათზე მეტი ჩინური ფირმის "ომის საერთაშორისო დამფინანსებელი" კომპანიების სიიდან ამოღება მოსთხოვა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, კიევში ჩინეთის ელჩს გასულ თვეში უკრაინის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს ის, რომ ამ სიაში ჩინური კომპანიების შეყვანას შეეძლო ორმხრივი ურთიერთობები დაეზიანებინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩინური კომპანიები სიაში მაინც მოხვდა, ჩინეთი მათ დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი სურვილია, "კიევმა უარყოფითი ეფექტები აღმოფხვრას".

"ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჩინური კომპანიების შესაბამის სიაში შეყვვანას და მოითხოვს, რომ უკრაინამ დაუყოვვნებლივ გამოასწოროს მისი შეცდომა და აღმოფხვრას მისი უარყოფითი გავლენა", - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა "როიტერის" კითხვაზე პასუხად, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გამოქვვეყნდა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა არის ეს "უარყოფითი გავლენა".

პეკინს მოსკოვთან ახლო კავშირი აქვს და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის კრიტიკისგან თავს იკავებს. მაგრამ, ამავე დროს ამბობს, რომ ყველა ქვეყნის სუვვერენიტეტი დაცული უნდა იყოს. ის მხარეებს ომში მედიატორის როლსაც სთავაზობს.

უკრაინამ 48 საერთაშორისო კომპანია დაასახელა, მათ შორის 14 ჩინური, რომლებიც კიევის შეფასებით, "ომის საერთაშორისო დამფინანსებლები" არიან. ეს ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა ირიბად ეხმარება რუსეთის საომარ ძალისხმევას.

მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ვისაც "როიტერი" ანონიმურად ესაუბრა, განმარტავს, რომ კონკრეტული "უარყოფითი" შედეგები განხილული არ ყოფილა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ეს ჩინეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის შესყიდვასაც შეეხოს. 2022 წლის 24 თებერვლამდე, ჩინეთი უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო და დღემდე რჩება უკრაინული მარცვლეულის, მზესუმზირის ზეთისა, თუ სხვა პროდუქტების მნიშვნელოვან მომხმარებლად.

"შავი სია", რომელსაც კონკრეტული კომპანიებისთვის არანაირი ლეგალური პრობლემის შექმნა არ შეუძლია, კიდევ ერთხელ უსვაამს ხაზს იმას, რაზეც კიევი შეშფოთებით საუბრობს. ეს ჩინურ და რუსულ კომპანიებს შორის ნავთობის, გაზის და სხვა მიმართულებით ისეთი თანამშრომლობაა, რასაც მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს.