შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შოვი

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამით, რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა, რომელთა პოვნაც მოხერხდა, 26-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე ნაპოვნი ცხედრებიდან, 20 იდენტიფიცირებულია. სამაშველო სამსახური, სტიქიის ზონაში, კიდევ 7 ადამიანს ეძებს.

რაჭაში, კურიორტ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს განვითარდა. სტიქიის ზონაში, მეცამეტე დღეა სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის 90% უკვე გადამოწმებულია.

ასევე ნახეთ: დამანგრეველი ღვარცოფი შოვში: რა შეიცვლებოდა ხეობაში ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემის არსებობის შემთხვევაში?