აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები გაოგნებულია 4 ივლისს ჩეჩნეთში, ცნობილ ჟურნალისტ ელენა მილაშინასა და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვზე არაადამიანური თავდასხმით და რუსეთის მთავრობას მოუწოდებს მყისიერად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ის და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს.
მილაშინა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, 2013 წლის მამაც ქალთა ჯილდოს პრიზიორია და ის "წლებია რუსეთში წინააღმდეგობრივ საკითხებს სამართლიანად, თავდადებით და გულმოდგინედ აშუქებს." დეპარტამენტის განცხადებით, მასზე სასტიკი თავდასხმა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის მკაფიო შეურაცხყოფაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დასძინა, რომ "რუსეთის მთავრობა აგრძელებს არამარტო აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას, არამედ არღვევს იმ ფუნდამენტურ დაპირებებს, რომლებიც მან საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის წინაშე დადო და რომ რუსი ხალხი უკეთესის ღირსია".