უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ბულგარეთი თავდაცვის სექტორში უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მან სოფია უკრაინის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
"ჩვენ განვიხილეთ სამხედრო დახმარება, რომელსაც ბულგარეთი უკვე აძლევს ჩვენს ქვეყანას. იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რომელმაც უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა ზელენსკიმ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სოფიაში.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბულგარეთი უკრაინას ომის დაწყების დღიდანვე უწვს.
ბულგარეთი ნატოს სამხედრო ალიანსის და ევროკავშირის ეკონომიკური ბლოკის წევრია, ორივე დასავლური ორგანიზაციის, რომლებში გაწევრიანებასაც უკრაინა იმედოვნებს.
ორი ლიდერის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინამ და ბულგარეთმა ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.