ავსტრალია კიევს მეტ ჯავშანტექნიკას გადასცემს

ავსტრალიის მთავრობამ უკრაინას ახალი - 73.5 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებისს პაკეტი გამოუყო. ამ პაკეტის ფარგლებში, უკრაინისთვის განკუთვნილი 70 ერთეული ჯავშანტექნიკაცაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანისმა ორშაბათს, 26 ივნისს განაცხადა.

ავსტრალიის მთავრობამ უკრაინას ამ დრომდე დაახლოებით 790 მილიონი ავსტრალიური დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო. მათ შორის 610 ავსტრალიური დოლარი - სამხედრო მხარდაჭერაა, რომელსაც კიევი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ იღებს.

"ეს დამატებითი დახმარება რეალურ ცვლილებებს მოიტანს, განსხვავებას შექმნის უკრაინელი ხალხის დასახმარეებლად. ისინი განაგრძობენ უდიდესი მხნეობის დადასტურებას რუსეთის არალეგალური, არაპროვოცირებული და ამორალური ომის წინააღმდეგ", - თქვა ალბანისმა კანბერაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ: $325 მილიონი - ამერიკა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

მისი თქმით, ამ პაკეტის გამოცხადება რუსეთში გასულ უქმეებზე განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდებოდა. კერძო დაქირავებულთა ჯგუფმა ქალაქი როსტოვი აიღო და კრემლს ბოლო ათეულ წლებში ყველაზე დიდი საფრთხე შეუქმნა. "ჩვენ ამ პაკეტზე გარკვეული ხანია ვმუშაობდით, რათა ის კაბინეტისთვის წარგვედგინა", - თქვა პრემიერმა.

ავსტრალია ნატოს არაწევრი სახელმწიფოებიდან უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია და ის კიევს იარაღს, ამუნიციას, თავდაცცვით აღჭურვილობას აწვდის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმი - ავსტრალიური "ბუშმასტერებია" - დაჯავშნილი ავტომბილები. მან აკრძალა ალუმინის პროდუქტების რუსეთში ექსპორტი და სანქციები აქვს დაწესებული 1000-ზე მეტი რუსისა და რუსული კომპანიისთვის.

უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის გასაძლიერებელად ალბანისი ამბობს, რომ ავსტრალია უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქტს კვლავ დაუბეგრავად გაყიდის მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

ამ პაკეტით უკრაინა 28 M113 ტიპის ჯავშანმანქანას მიიღებს, ასევე სპეციალური ოპერაციებისთვის საჭირო 28 ავტომობილს, 28 საშუალო ზომის სატვირთო მანქანასა და 14 ტრაილერს.

ალბანისი ასევე მიესალმა ავსტრალიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა რუსეთის სარჩელი იმის თაობაზე, რომ ფედერალურმა მთავრობამ კანბერაში, პარლამენტთან ახლოს, რუსეთის საელჩოს ასაშენებლად საჭირო მიწის ნაკვეთის კონფისკაცია მოახდინა.

ავსტრალიამ 15 ივნისს გააუქმა რუსეთის მთავრობის კონტრაქტი საელჩოსთვის საჭირო მიწის ნაკვეთის თაობაზე. ამის მიზეზად კანბერამ ეეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებები დაასახელა.