თურქეთში რეჯეპ თაიპ ერდოღანის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება - მიაჩნიათ ანალიტიკოსებს. 69 წლის ერდოღანი უკვე 20 წელია ხელისუფლებაშია. 2003-14 წლებში იგი პრემიერ-მინისტრი იყო. 2014 წლიდან კი თურქეთის პრეზიდენტია, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სულ მცირე, 2028 წლის მაისის ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მიჰყვება, ევროპული მემარჯვენე, ავტორიტარული, პოპულისტური რეჟიმების გზას და ქვეყანაში ცდილობს არჩევნებიანი, ავტორიტატური რეჟიმის აშენებას და შესაბამისად, მათი მხრიდან ერდოღანის მხარდაჭერა, სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკურიასანდრო ბაკურაძე, თურქოლოგი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა ერდოღანს მესამე ვადით არჩევა. კვირის დასაწყისში კი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
„ზოგადად, რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, თურქეთში ერდოღანის მორიგი გამარჯვება ძალიან უარყოფითი მოვლენაა“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.
მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მიჰყვება, ევროპული მემარჯვენე, ავტორიტარული, პოპულისტური რეჟიმების გზას და ქვეყანაში ცდილობს არჩევნებიანი, ავტორიტატური რეჟიმის აშენებას, შესაბამისად, მათი მხრიდან ერდოღანის მხარდაჭერა, რომელიც ასეთი რეჟიმების წინამორბედად და მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა, სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკურია.
ამ მხარდაჭერის კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია, სანქციების არიდება. ვფიქრობ, თურქეთის და საქართველოს ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება“ - აღნიშნა ბაკურაძემ.
Your browser doesn’t support HTML5
ანალიტიკოსების აზრით, ანკარა ახლო მომავალში, პოზიციას არც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ შეიცვლის, ანუ ისევ გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას და საზღვაო მიმოსვლას, დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე.
თურქეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარებაზე უახლოეს მომავალში საუბარი არ იქნება და ამას არაერთი მიზეზი აქვს, ენერგო დერეფნებით დაწყებული და დამთავრებული ქურთული საკითხით. თუმცა, ჩრდ კვიპროსის მაგალითიც გვაჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერისგან თავს არ იკავებს
„თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ღიად აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში წარმომადგენლობა და იგივე, 2009 წელს თუ გავიხსენებთ, თურქული გემის კაპიტნის საქმეს და თურქეთის რეაქციას, შეგვიძლია ვთქვათ, თურქეთის ხელისუფლება თვალს კი არ ხუჭავს, არამედ, პრინციპულად მხარს უჭერს ამ ტიპის ურთიერთობებს თურქეთსა და აფხაზეთს შორის.
(2009 წელს, საქართველოს სანაპირო დაცვამ, ტრაბზონის პორტიდან ოკუპირებული სოხუმის პორტისკენ მიმავალი, 3000 ტონა საწვავით დატვირთული თურქული გემი დააკავა და გემის კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც თურქეთის მკაცრი დემარში და კაპიტნის გათავისუფლება მოჰყვა - ზ.წ)
მაგრამ, რაიმე სახის ოფიციალურ აღიარებაზე უახლოეს მომავალში საუბარი არ იქნება და ამას არაერთი მიზეზი აქვს, იგივე სატრანზიტო და ენერგო დერეფნებით დაწყებული და ქურთული საკითხით დამთავრებული . თუმცა, ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითიც გვაჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერისგან თავს არ იკავებს“ - ამბობს სანდრო ბაკურაძე.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების არნახული გააქტიურების ფონზეც კი, თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2022 წლის მონაცემებით, თურქეთის წილი მთლიან იმპორტში, თითქმის - 18% იყო. თურქეთიდან 2 მილიარდ 370 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, ზრდამ წინა წელთან შედარებით, თითქმის, 30 პროცენტი შეადგინა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ვადის პირობებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობაილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი
შედარებისთვის, 2022 წელს, საქართველოდან თურქეთში 435 მლნ დოლარის ექსპორტი გავიდა, ზრდა 35%, თურქეთის წილი მთლიან ექსპორტში - 8% იყო.
წელს, 15 წელი სრულდება, რაც საქართველოს და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. 2007 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მილიარდ 907 მილიონით არის გაზრდილი, თუმცა, საქართველო თურქეთიდან, თითქმის, 6-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. უარყოფითი სავაჭრო სალდო კი წლიდან წლამდე იზრდება.
„თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშირებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ვადის პირობებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა“ - აღნიშნა ანკარაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთი NATO-ს ერთადერთი წევრია, რომელიც უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ასევე არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ბოლო დროს, ხშირად მოჰყავს მაგალითად თურქეთი, რომელიც დასავლეთთან არაპროგნოზირებადი, ხისტი და აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა.
ერდოღანის გამარჯვებამ ნათლად აჩვენა, რომ მომავალი სწორედ საკუთარ ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს აქვთ"ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის "ხალხის ძალის" პარტიული ტელევიზია
„რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს... თურქეთს, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც აქვს უკვე ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი“ - ეს არგუმენტი მოიყვანა, მაისის დასაწყისში პრემიერმა ღარიბაშვილმა, როცა, დასავლეთის დემარშის მიუხედავად, რუსეთმა და საქართველო ორმხრივი ავიამიმოსვლა აღადგინეს.
„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის „ხალხის ძალის“ პროპაგანდისტულმა არხმა „პოსტ ტვ“-იმ ერდოღანს გამარჯვება სპეციალური განცხადებით მიულოცა, სადაც აღნიშნავს, ერდოღანის გამარჯვებამ "ნათლად აჩვენა, რომ მომავალი სწორედ საკუთარ ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს აქვთ, პოლიტიკოსებს, რომელებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ. სწორედ ეს პოლიტიკა აირჩიეს დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებმა“.
Your browser doesn’t support HTML5
ანალიტიკოსი დავით ძიძიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საქართველოს მმართველი ძალის გადაწყვეტილება, იყოს ერდოღანის ხელისუფლებასავით „ხისტი“ და „აგრესიული“ გარეთ და „ავტორიტარული“ და „პოპულისტური“ - შიგნით, შედეგს ვერ მოიტანს.
თურქეთს აქვს სავაჭრო, საქართველოს ხელისუფლებას კი სავაჭრო არაფერი არ დარჩა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს დასავლეთითვის ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც შეიქმნება რუსეთის დამარცხების შემდეგდავით ძიძიშვილი, სამართლის და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
„თურქეთს აქვს სავაჭრო, საქართველოს ხელისუფლებას სავაჭრო არაფერი არ დარჩა, ყველაფრით ივაჭრა უკვე, რითაც შეიძლებოდა. ერთადერთი რაც სავაჭრო დარჩა არის - იქნება თუ არა საქართველო რუსულ ორბიტაზე, თუ არა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, დასავლურ ცნობიერებაში უკვე გადალაგდა რაღაცეები და მათ თქვეს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენგან ბენეფიტები არ უნდა, ჩვენ ამ ბენეფიტებს არ მივცემთ, მიუხედავად იმის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული ჩავდეთ.
ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოს ხელისუფლებას ამ წუთას არაფერი ისეთი აღარ დარჩა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს დასავლეთითვის ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც შეიქმნება რუსეთის დამარცხების შემდეგ.
რუსეთის დამარცხების შემდეგ, ვითარება, რომელშიც საქართველოს ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა, შეიძლება უკვე გაფლანგული იყოს, იმიტომ, რომ ამ სტრატეგიულ მნიშვნელობას სხვა ბევრი სახელმწიფო შეიძენს“ - ამბობს დავით ძიძიშვილი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.