საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ 12 რეკომენდაციიდან „ზოგიერთი“ შესრულდა - ასეთი იყო, ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინ, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის საერთო სულისკვეთება.
ევროპა უკრაინასთან ერთად ებრძვის უხეშ ძალას და უნდა დაეხმაროს საქართველოსაც ამ ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას გულისხმობს კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც პროევროპული ძალისას რეგიონშისალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
თითქმის, 40 წუთიანი მიმართვის დროს, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ომისა და ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების დროს, არ შეიძლება საქართველოს მარტო დატოვება და საქართველოს არ აქვს უფლება, ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვას.
“ხელიდან არ უნდა გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ გვაპატიებს. რუსეთი ცდილობს, ჩაიწეროს ქულები და თავისი გავლენის გაძლიერებით შეასუსტოს ევროპული ზეგავლენა, საჰაერო ფრენების განახლებით თუ სავიზო რეჟიმის მოხსნით.
ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ მოხდეს შიდა არეულობა, ესკალაცია. ამის უფლება ჩვენ არ უნდა მივცეთ“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
Your browser doesn’t support HTML5
ზურაბიშვილის თქმით, „ევროპა უკრაინასთან ერთად ებრძვის უხეშ ძალას და უნდა დაეხმაროს საქართველოსაც ამ ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში. აი, ამას გულისხმობს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც პროევროპული ძალისას რეგიონში. საქართველო არის არა მხოლოდ დემოკრატიის საყრდენი, არამედ უმნიშვნელოვანესი ელემენტი უსაფრთხო შავი ზღვისთვის და სტაბილური კავკასიის რეგიონისთვის“ - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის გამოსვლა, ყურადსაღები იყო, მით უმეტეს, რომ გამოსვლის ძირითადი სულისკვეთება აბსოლუტურად იზიარებს იმას, რაც ქართველი ამომრჩევლის დაკვეთაა და რაც ქართველი ხალხის არჩევანიავახუშტი მენაბდე, პოლიტიკის სამართლის სპეციალისტი
„პრეზიდენტის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვისაც. ეს აჩვენა ევროპარლამენტის დარბაზში მიმდინარე პროცესებმა, ეს აჩვენა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის მეცოლას გამოსვლამ და წარდგენამ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლიტიკის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ.
მისი თქმით. „ყველა შემთხვევაში ევროკავშირი აკვირდება საქართველოს და აკვირდება საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მოქმედებებს. ამ გადმოსახედიდან, პრეზიდენტის გამოსვლა, ყურადსაღები იყო, მით უმეტეს, რომ გამოსვლის ძირითადი სულისკვეთება აბსოლუტურად იზიარებს იმას, რაც ქართველი ამომრჩევლის დაკვეთაა და რაც ქართველი ხალხის არჩევანია“ - ამბობს მენაბდე.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ხელისუფლებას სულ ოთხი თვე აქვს დარჩენილი, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა შეასრულოს. ოქტომბერში იწურება ვადა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ რეკომენდაციის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოს პროგრესს ევროპული საბჭოს ლიდერებიც შეაფასებენ.
ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის ასეთი გზავნილების შემდეგ, ბურთი ახლა "ქართული ოცნების" მოედანზეა, თუ როგორ შეასრულებს დარჩენილ დროში, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციას.
საქართველოს ხელისუფლება ასრულებს მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ სისტემას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს და აფერხებს, იმ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. „ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება
„გარკვეული წინსვლა გვაქვს, 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით, თუმცა არის პრობლემური არეები, მაგალითად, ეს ეხება დეპოლარიზაციას, ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს და ა.შ“ - გვითხრა ვახუშტი მენაბდემ.
მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება, ერთის მხრივ ატარებს გარკვეულ რეფორმებს 12 პუნქტის შესასრულებლად, პარალელურად კი დგამს ისეთ, ნაბიჯებს და აქვს ისეთი ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც სტატუსის მისაღებად გაწეული ძალისხმევის ანულირებას ახდენს.
„დამკვირვებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ სისტემას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს და აფერხებს, იმ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. „ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება, „ოცნება“ არ არის დემოკრატიული ძალა, მას სურს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.
Your browser doesn’t support HTML5
თუ ევროკავშირის მოთხოვნები, ამ მიზანთან, ძალაუფლება შეინარჩუნოს, წინააღმდეგობაში მოვა, მგონია, რომ ისინი უყოყმანოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს მოსახლეობის 85%-ის წინააღმდეგ მიღებული, იმ 85%-ის წინააღმდეგ, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურს“ - მიაჩნია მენაბდეს.
საქართველომ 2022 წელს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ერთხელ უკვე მიიღო უარი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნაზე და მხოლოდ ევროპული პერსპექტივით დაკმაყოფილდა. ანალიტიკოსების აზრით, „ქართული ოცნება“ ამჯერად, ორივე სცენარისთვის ემზადება.
„ოცნება“ ეწინააღმდება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მის ხელისუფლებას დაასუსტებს. ერთის მხრივ, ამზადებს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, თუმცა, თუ მოხდა სასწაული და მოგვცეს სტატუსი, ამასაც საკუთარ გამარჯვებად გაასაღებსბაკურ კვაშილავა, პოლიტოლოგი
„ქართული ოცნება“ ღიად ეწინააღმდება ევროკავშირის იმ რეკომენდაციებს, რომელიც მის ხელისუფლებას დაასუსტებს. ამიტომ ცდილობს „ოცნება“, რომ არაფრის დიდებით არ დაუშვას, საარჩევნო ბარიერის დაწევა, ახლა შეიტანა კანონი, რომელიც მმართველ პარტიას საშუალება აძლევს უფრო გამარტივებული წესით დანიშნოს ცსკო-ს თავმდჯომარე“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯიპას პოლიტიკისა და სამართლის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ.
მისი თქმით, „ოცნება“ ერთის მხრივ, ამზადებს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, თუმცა, თუ მოხდა სასწაული და მოგვცეს სტატუსი, ამასაც გაასაღებს, როგორც საკუთარ გამარჯვებას“.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეზე, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვისგან განსხვავებით, როცა სალომე ზურაბიშვილის მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მას უყვიროდნენ, ამჯერად, „ოცნებას“ ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტის „რბილი ტონი“ მოეწონა, გამოსვლა კი - არა.
Your browser doesn’t support HTML5
„პრეზიდენტს უნდა ავუხსნათ, რომ პარლამენტში როცა გამოდის, 26 მაისის დღესასწაულზე როცა გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი და იქ შედარებით, დაბალანსებული, ერთი და იგივეა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„პრეზიდენტს უნდა ავუხსნათ, რომ პარლამენტში როცა გამოდის, 26 მაისის დღესასწაულზე როცა გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთმამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნება"
სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტარებისთვის, ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში უნდა მიემართა, თუმცა მაშინ მთავრობამ ამის უფლება არ მისცა, პრეზიდენტი ბრიუსელში ვერ გაფრინდა და ვიზიტიც ჩაიშალა.
ამჯერადაც, საქართველოს მთავრობა ისევ არ აძლევდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს უფლებას ბრიუსელში გაფრენილიყო. ეს მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 27 აპრილს იყო გაგზავნილი. საბოლოოდ, მმართველმა ძალამ გადაწყვეტილება 19 მაისს შეცვალა და 13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლა ისევ შეძლო.