კრემლი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბროს.
მანამდე რუსეთმა განაცხადა, რომ 18 მაისს შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს, თუ მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების ჩამონათვალი არ დაკმაყოფილდება. მოსკოვის განცხადებით, ამით მისი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტთან დაკავშირებული დაბრკოლებები მოიხსნება.
ასევე ნახეთ: კიევი ამბობს, რომ მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზები აქვსთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულისა და სასუქების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, შესაძლოა მინიმუმ ორი თვით გაგრძელდეს.
კითხვაზე პასუხად, შეიძლება თუა არა ეს საკითხი, ვლდაიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიხილონ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა - „ისინი ძალიან სწრაფად ურეკავენ ერთმანეთს, როცა საჭიროა“.
პესკოვმა უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ, როცა ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: რას შეცვლის მომავალი არჩევნები რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში?შავი ზღვის საექსპორტო შეთანხმება, გასული წლის ივლისში, გაეროსა და თურქეთის შუამოვლობით დაიდო. შეთანხმება მიზნად ისახავს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო შექმნილი გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევას. შეთანხმებას სტამბოლში შექმნილი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი აღასრულებს, რომელშიც წარმოდგენილია რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირები.