ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი ამბობს, რომ მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზები აქვს


გაეროს "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" ფარგლებში მოძრავი სატვირთო ხომალდები ბოსფორის სტრუტეში
გაეროს "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" ფარგლებში მოძრავი სატვირთო ხომალდები ბოსფორის სტრუტეში

უკრაინა აცხადებს, რომ თუკი გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინას და რუსეთს შორის მიღწეული ხელშეკრულება არ გაგრძელდება, მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზებიც არსებობს. "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" სახელით ცნობილ შეთანხმებას ვადა 18 მაისს ეწურება. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ის ამ შესაძლებლობას "აპოკალიპტურად" არ აღიქვამს.

უკრაინის შავი ზღვის პორტებს რუსეთი ბლოკავს. გასული წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 3 პორტიდან საექსპორტო ხორბლეულით დატვირთული გემებისთვის გზა გაიხსნა. თუმცა, მოსკოვი პერიოდულად მათ ინსპექციას თურქეთში, ბოსფორის სრუტეში აყოვნებს. კრემლი იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდა, ის შეთანხმებას 18 მაისს დატოვებს.

"ჩვენ არ აღვიქვამთ აპოკალიპტურად მოვლენების მსგავს განვითარებას და ამის მილიონი მიზეზი გვაქვს. უკრაინელმა ფერმერებმა აჩვენეს, რომ მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ და უამრავი [სატრანზიტო] გზა შეიძლება გაიხსნას", - განაცხადა 8 მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ. მისი თქმით, ტრანსპორტირების ბევრი ალტერნატიული მარშრუტი არსებობს, თუმცა ამ ახალ სატრანზიტო გზებთან დაკავშირებით, სოლსკის მეტი დეტალი არ გაუმჟღავნებია. ცნობილია, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს მდინარე დუნაიზე განლაგებული პორტების საშუალებითაც აგრძელებს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ცნობით, მხარეებს შორის მორიგი მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით სტამბოლში, 10-11 მაისს იგეგმება. ამ ინფორმაციის წყაროდ "რია-ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის განცხადება მოჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG