ირანმა ორი ადამიანი მკრეხელობისთვის სიკვდილით დასაჯა, განაცხადა ორშაბათს სასამართლოს საინფორმაციო ვებ-გვერდმა „მიზანი“, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ კრიტიკა მოჰყვა.
იუსეფ მეჰრდადი და სადროლა ფაზელი ზარე სიკვდილით დასაჯეს მკრეხელობის, ისლამის და სხვა სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის, იტყობინება „მიზანი“.
ვებგვერდის ინფორმაციით, ისინი სათავეში ედგნენ „ათობით ონლაინ ანტირელიგიურ პლატფორმას“, რომელიც ეძღვნებოდა "ისლამის სიძულვილს, ათეიზმის პოპულარიზაციას და სიწმინდეების შეურაცხყოფას“.
ასევე ნახეთ: გასულ წელს ირანში 582 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით„საერთაშორისო ამნისტიამ“ აღნიშნული დაგმო. „იუსეფ მეჰრდადისა და სადროლა ფაზელი ზარეს დღევანდელი სიკვდილით დასჯა „განდგომის“ გამო, ირანის ხელისუფლების მხრიდან შოკისმომგვრელი ახალი ფსკერია“, - აცხადებს ორგანიზაცია.
„ისინი სოციალური მედიაში პოსტების გამო ჩამოახრჩვეს“, - წერს ორგანიზაცია.
გაერო მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს რელიგიური უმცირესობების დევნა და შევიწროება. ირანში მოსახლეობის უმეტესობა შიიტი მუსლიმია.