ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ორ ახალგაზრდას დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს


ორ ირანელ მოზარდს სიკვდილით დასჯა ემუქრება. მათ ისლაური რესპუბლიკის სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც უკვე თვეების განმავლობაში გრძელდება.

ირანის მთავრობამ ორი 23 წლის მამაკაცი უკვე დასაჯა სიკვდილით. მათი დანაშაულიც, რეჟიმის განცხადებით, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღაში მონაწილეობა იყო. ირანელი აქტივისტები შიშობენ, რომ კიდევ ათეულობით ადამიანს ემუქრება ჩამოხრჩობის საფრთხე, რადგან ირანი საჯაროდ სიკვდილით დასჯას პროტესტის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკად იყენებს.

მეჰდი მოჰამადიფარდის, რომელიც 18 წლისაა სიკვდილით დასჯა საგზაო პოლიციის ჯიხურის დაწვის ბრალდების საფუძველზე მიესაჯა.

სასიკვდილო განაჩენი რევოლუციურმა სასამართლომ გამოსცა „დედამიწაზე კორუფციის“ და „ღმერთის მტრობის“ ბრალდებებით. ის ყველაზე ახალგაზრდა ბრალდებულია, რომელსაც მიმდინარე საპტორესტო ტალღის დროს ჩამოხრჩობა მიესაჯა.

მეორე ბრალდებული 19 წლის მოჰამედ ბოროღანია. მისი სასიკვდილო განაჩენი ორშაბათს დადასტურდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახისა და რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფი საჯაროს სთხოვდა მთავრობას მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოეტანათ.

XS
SM
MD
LG