ევროპარლამენტმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მრავლისმომცველი რეფორმები დაამტკიცა. ახალი გეგმების ნაწილის შესაბამისად, განახლდება ევროპაში ნახშირორჟანგის გაფრქვევების თაობაზე არსებული რეგულაციები და დაბინძურებაც ევროპაში უფრო ძვირად დაუჯდებათ.
ასევე ნახეთ: ბაიდენის ადმინისტრაცია 2030 წლამდე სათბური ემისიების განახევრებას გეგმავსევროპის ქვეყნებში ის ქარხნები და ელექტროსადგურები, რომლებიც ჰაერში ნახშირორჟანგს დიდი რაოდენობით აფრქვევენ, ვალდებულნი არიან ე.წ. CO2 ნებართვა იყიდონ ამ დაბინძურების სანაცვლოდ. ამან წარმოების ამ სექტორიდან გაფრქვევები, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, 2005 წლიდან მოყოლებული 43 %-ით შეამცირა, მაგრამ ევროკავშირის სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მეტად ამბიციურია.
პარლამენტმა ცვლილებებს დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარლამენტს შორის მოლაპარაკებები "ნახშირორჟანგის ბაზრის" თაობაზე გასულ წელს დასრულდა და გეგმით, 2030 წლისთვის გაფრქვევების რაოდენობა 2005 წლის მონაცემებთან შედარებით 62%-ით უნდა შემცირდეს.