რუსეთმა დასავლელი დიპლომატები "შიდა საქმეებში ჩარევისთვის" გამოიძახა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ამერიკის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები გამოიძახა. ამის მიზეზი კი მათ მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზასთვის 25-წლიანი განაჩენის კრიტიკაა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამ ელჩს "რუსეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევასა და დიპლომატიურ სტატუსთან აქტიურად შეუსაბამო ქმედებებში" სდებს ბრალს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" წერს. საელჩოებს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე ნახეთ: ვინ არის ვლადიმირ კარა-მურზა?

ამერიკის, ბრიტანეთისა დ აკანადის ელჩებმა ორშაბათს სასამართლოს წინ შეკრებილ ჟურნალისტებთან თქვეს, რომ ამ განაჩენს გმობენ და კარა-მურზას გათავისუფლება მოითხოვეს. ბრიტანეთის ელჩმა კომენტარი რუსულ ენაზე გააკეთა.

ვლადიმირ კარა-მურზას ღალატში ედება ბრალი, მან უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. მის წინააღმდეგ განაჩენი სასამართლომ ორშაბათს გამოიტანა. დასავლელი ლიდერები ამ პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ეს ყველაზე მკაცრი სასჯელია, რაც კი ომის დაწყების შემდეგ მსგავს საქმეებზე გამოუტანიათ.