უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება და სიტყვით მიმართავს კონგრესის გაერთიანებულ სესიას. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია უკრაინის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
ზელენსკიმ ოთხშაბათს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის მიდიოდა შეერთებულ შტატებში „უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“.
ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ზელენსკი მასთან, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან და მის კაბინეტთან შესახვედრად მიიწვია. ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებები "სიღრმისეული სტრატეგიული დისკუსია იქნება ბრძოლის ველზე წინ მიმავალ გზაზე". ორი პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს იმაზე, თუ რა აღჭურვილობითა და წვრთნებით შეუძლია შეერთებულ შტატებს და სხვა მოკავშირეებს უკრაინის დახმარება მიმდინარე ომში და ასევე ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლის განცხადება ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის შესახებ„პრეზიდენტ ბაიდენს ექნება შესაძლებლობა განამტკიცოს ამერიკის მხარდაჭრა და ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, არამედ იმასაც, რასაც დღეს გავაკეთებთ და რასაც გავაგრძელებთ მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება “, - თქვა თეთრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ვაშინგტონში ვიზიტამდე ზელენსკი სამშაბათს ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლებში არიან ჩართული.
ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიეწოდებინათ, რომლებიც დაეხმარება უკრაინას გაუმკლავდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმებს. რუსული ჯარი უკრაინას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბომბავს და მიზანშ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს. შედეგად მილიონობით ადამიანი უკრაინის მასშტაბით ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა დარჩენილი ცივი ზამთრის პირობებში.
ასევე ნახეთ: რუსეთი ვერ გვიკარნახებს, რა დახმარება გავუწიოთ უკრაინას - კირბიადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ შეერთბული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მისცემს, რომელიც მოიცავს „პატრიოტის„ ტიპის სარაკეტო ბატარეებს, რომელიც უფრო მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემაა, ვიდრე უკრაინას აქამდე ჰქონია წვდომა. ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ უკრაინული ძალები გაივლიან ტრენინგს სისტემის გამოსაყენებლად, თუ როგორ გამოიყენონ სისტემა მესამე ქვეყანაში და დასძინა, რომ პროცესს "გარკვეული დრო დასჭირდება".
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ უკრაინაში იარაღის ახალი მიწოდება კონფლიქტს გააღრმავებს და რომ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსს ვერ ხედავს.
მოლაპარაკებების ლოგისტიკური ნაწილის მიღმა, ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ზელენსკის ვიზიტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც.
„ეს არის პუტინისთვის გზავნილი და მესიჯი მეთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა იქნება უკრაინის გვერდით რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ”პრეზიდენტმა პუტინმა ცუდად გათვალა ამ კონფლიქტის დასაწყისი, როდესაც მან ივარაუდა, რომ უკრაინელი ხალხი დანებდებობდა და ნატოს რეაგირება ერთიანი არ იქნებოდა. ის ცდებოდა ორივე საკითხში. ის კვლავ არასწორია ჩვენი ძალაუფლების შენარჩუნებაში. და ეს არის ის, რასაც ეს ვიზიტი აჩვენებს. "
ოფიციალური პირის თქმით, ზელენსკის მიმართვა კონგრესში განსაკუთრებით აჩვენებს აშშ-ის მხარდაჭერის ორპარტიულ ხასიათს.