ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საკუთარი მთავრობის წევრებს, შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საომარი თუ სამხედრო ტაქტიკის შესახებ საუბარი. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ინფორმაციის არაავტორიზებული გასაჯაროების შესახებ გამოძიებაც არის დაწყებული.
ვოლოდიმირ ზელენსკის ამ კომენტარების პარალელურად, გრძელდება სპეკულაციები იმის შესახებ, თუ რა მოხდა გასულ კვირას ყირიმის ავიაბაზაზე. აფეთქებების შედეგად სულ მცირე რვა რუსული საჰაერო ხომალდია განადგურებული. საკის ავიაბაზის სატელიტური სურათები ფართომასშტაბიან ზიანზე მიუთითებს.
ასევე ნახეთ: კრემლის მცდარი წარმოდგენები და რეალობა უკრაინაშირუსული მხარე უარყოფს, რომ ეს შესაძლოა უკრაინის თავდასხმის შედეგი იყოს და აფეთქების მიზეზად გაუფრთხილებლობას მიიჩნევს. ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი კი ანონიმურად ამბობს, რომ ეს სწორედ კიევის შეტევა იყო.
"ომი არ არის ტრაბახისა და ხმამაღალი განცხადებების დრო, რაც უფრო ნაკლებ დეტალს გაამჟღავნებთ ჩვენი თავდაცვის გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება ეს ამავე გეგმების განხორციელებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.