შეერთებული შტატები შექმნის არმიის ახალ მუდმივ შტაბ-ბინას პოლონეთში და გააძლიერებს გრძელვადიან სამხედრო ყოფნას მთელს ევროპაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა.
რაზე შეთანხმდნენ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი? რაზე შეთანხმდნენ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი?ახალი ამერიკული გემები გაიგზავნება ესპანეთში, გამანადგურებლების ესკადრილია ბრიტანეთში, სახმელეთო ჯარები რუმინეთში, საჰაერო თავდაცვის ნაწილები გერმანიასა და იტალიაში და აქტივების ფართო სპექტრი ბალტიისპირეთში, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა მადრიდში ნატოს სამიტზე.
მან კიდევ ეთხელ გაუსვა ხაზი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთობას და ნატოს ვალდებულებას დაიცვას საკუთარი ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.
”როდესაც ვამბობთ, რომ თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე, ჩვენ ამას ნამდვილად ვგულისხმობთ”, თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრამდე.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი ნეიტრალური სახელმწიფოების, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ნატოს უფრო ძლიერს და მის ყველა წევრს უფრო უსაფრთხოს გახდის.