არესტოვიჩი: დასავლეთი მიხვდა, რომ ძველი სამყარო აღარ არსებობს

იტყვის, თუ არა უკრაინა უარს ნატოზე, გამოაცხადებს თუ არა ის ნეიტრალიტეტს და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის პოზიციებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსანდრ არესტოვიჩი. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე მას უკრიაინის უსაფრთხოების, დასავლეთან ურთიერთობების და რუსეთის მიზნების შესახებ ესაუბრა.

როგორია ახლა სიტუაცია ფრონტზე და ომის რა ეტაპზე ვართ?

ეს ომის მეორე ეტაპია. რუსი სამხედროები ახლა განაგრძობენ შეტევას დონბასზე. ძალისხმევის ძირითადი ნაწილი სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ არის მიმართული. ასევე ცდილობენ მოკვეთონ ყირიმამდე ლუჰანსკის რეგიონი. ეს მოიცავს რუბეჟნას, სევეროდონეცკს და პოპასნას. ისინი სამი მხრიდან ახორციელებენ თავდასხმას.

იქ აქამდეც მიქონდათ იერიშები. ძირითადი ძალისხმევა იზუმიდან სლავიანსკამდეა გადანაწილებული. ისინი ნელა მიდიან წინ, შეიძლება სულ რაღაც ერთი ან ორი კილომეტრით წავიდნენ წინ. ცდილობენ წინ წაწევას იუჟნის, გულიაიპოლეს და ზაპოროჟიას მიმართულებით. დონბასის მიმართულებას სადღაც 25,000 რუსი სამხედრო უტევს, ხოლო გულიაიპოლიას მიმართულებას სადღაც 10,000. ძალისხმევის კიდევ ერთი მიმართულება მარიუპოლია. ისინი იქ ცდილობენ აზოვსტალის დაკავებას, ყველა ტიპის იარაღით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა განაცხადა, რომ შტურმი არ იქნებოდა.

როგორ გამოიყურება მარიუპოლის მომავალი? რა მიზნები აქვს იქ რუსეთს?

რთული სათქმელია, რუსეთი ორ პარტიას თამაშობს. ერთი პარტია მოლაპარაკებებში გაცვლის შესაძლებლობის ქონაა, მეორეა დაიკავოს [მარიუპოლი] და იქ ყველაფერი გაანადგუროს. ჯერ, სანამ იმედი გვაქვს, ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ ნებისმიერი შანსი გამოვიყენოთ, თუმცა როგორც პრეზიდენტმა თქვა, თუ რუსები მარიუპოლის მცველებს გაანადგურებენ, ჩვენ მოლაპარაკებებიდან გამოვალთ. იგივეს ვიზამთ თუ რუსული მხარე ეცდება შექმნას რაღაც “ხერსონის სახალხო რესპუბლიკა”, როგორც ამას გეგმავდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ომის ორი თვე - კრემლის ცვალებადი პოზიციები და ერთიანი დასავლეთი

ნატოზე გადავიდეთ. თქვენ მოლაპარაკებები დაიწყეთ ნატოთი. ნატო და ნეიტრალიტეტი იყო პირველი თემა, რაზე მოლაპარაკებისთვისაც თქვით, რომ მზად იყავით. რამდენად სწორი იყო ნატოს წევრობის გადაქცევა მოლაპარაკებების საკითხად?

ჩვენ სხვა ვარიანტი არ გვქონდა. პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიც მან CNN-თან თქვა, ნატომ გვითხრა უარი. მათ თქვეს, რომ ფორმალურად ვიტყვით რომ კარი ღიაა, მაგრამ არასდროს მიგიღებთო. ამ სიტყვებით-„არასდროს“. პრეზიდენტს არ ქონდა გამოსავალი. სხვანაირად როგორ უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ასეთი მეზობლის პირობებში.

მას არ უთქვამს, რომ ამის ცენტრში ნეიტრალიტეტია. ამის ცენტრში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაა, რომლის შესახებაც ის კონგრესს ესაუბრა. ეს გარკვეულწილად გაუმჯობესებული ნატოა. რადგან იქ მეხუთე მუხლის ანალოგი არის ჩადებული. თუმცა რეაგირების ვადა? არა 60, არამედ სამი დღეა, რაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ერთი ნატოს არ ქონის პირობებში, მეორეს შექმნა გვიწევს.

თუმცა, თუ ნატოს წამყვანი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მზად არიან უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება, რატომ არ გთავაზობენ მაშინ წევრობას? ხომ არ ნიშნავს ეს იმას რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები არარეალურია და გავს ბუდაპეშტის მემორანდუმს?

იქ გაწერილია გარანტიების კონკრეტული მექანიზმები რომლებიც მოიცავს, პირველ რიგში, სამხედრო და შემდეგ ეკონომიკური, ჰუმანიტარული, პოლიტიკური დახმარების აღმოჩენას, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში, ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ან გარანტორი ქვეყნების მონაწილეობით.

ასევე ნახეთ: ფერგიუსონი: ყველაზე ცუდი სცენარი უკრაინაში პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება

ეს არაა ბუდაპეშტის მემორანდუმი. ჩვენ კარგად ვიცით რა არის ბუდაპეშტის მემორანდუმი. ერთხელ დაგვპირდნენ და არ შეასრულეს. უფრო მეტიც, რუსი ბომბდამშენები ახლა იყენებენ იმ რაკეტებს, რომლებიც ჩვენ ბუდაპეშტის მემორანდუმით მათ გადავეცით. ამიტომ ბუდაპეშტის მემორანდუმის გარშემო ორი აზრი აღარ არის. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით შევიდეთ ნატოში. თუმცა, რატომ არ გვიღებს ნატო, ეს ჩვენთვის ამოუცნობია. ვფიქრობ, ეს გააძლიერებდა ნატოს. უკრაინულმა არმიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვჯობივართ ნატოს ბევრ არმიას.

თუმცა, გაუგებარია რატომ ნეიტრალიტეტი, თუ ყველა მზადაა უკრაინას დახმარება აღმოუჩინოს და დაიცვას უკრაინა? ეს იმას ხომ რა ნიშნავს, რომ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გაქვთ? თუ თვლით, რომ ეს რეალურად მოგცემთ გარანტიებს, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს უკრაინას კიდევ ერთხელ?

მე არა მჯერა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ არ დაგვესხმება თავს, თუმცა მას გადაწვეტილების მიღება მნიშვნელოვნად გაურთულდება. ანუ რუსეთს მოუწევს სამჯერ დაფიქრება თავდასხმამდე.

Your browser doesn’t support HTML5

ფერგიუსონი: პუტინს შეუძლია ესკალაცია და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება

ნატოში როგორც ჩანს არაა კონსენსუსი. იქ 30 წევრია. არიან ისეთი ქვეყნები როგორიცაა გერმანია, როგორიცაა უნგრეთი, რომელთაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები აქვთ და ისინი ამას ხმას არ მიცემენ, ამ ეტაპზე მაინც.

რამდენად რეალურია შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე რუსეთის პირისპირ უსაფრთხოების გარანტიების ქონა ?

შეერთებული შტატები ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ვაშინგტონი ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გარანტიების მოცემა. ამერიკელები ამას განიხილავენ. შეერთებულ შტატებს ასევე შეუძლია ჩვენ გაგვხადოს ნატოს წამყვან მოკავშირედ, როგორც ეს ისრაელს, სამხრეთ კორეას, ავსტრალიის და ა.შ. შემთხვევაშია.

Your browser doesn’t support HTML5

ბროუდერი: "უარესი ჯერ კიდევ წინაა"

აქამდე უკრაინა ნეიტრალური იყო, ჩვენ ომში შევედით, როგორც ნეიტრალური მთავრობა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და გამოვალთ, როგორც ნეიტრალური მთავრობა უსაფრთხოების გარანტიებით. ეს ნებისმიერ შემთხვევაში წინსვლაა. შეერთებული შტატები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს უკრაინას და ეს „ლენდ ლიზის“ კანონი, რომელსაც ხმას ამ კვირაში მისცემენ, პრინციპში სერიოზულ პერსპექტივას გახსნის. შეერთებული შტატები უკვე აქტიურად მონაწილეობს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ის ჩვენი მთავარი მოკავშირეა.

თუმცა მგონი ხვდებით, რომ ამერიკის სამხედრო წარმომადვენლობის გარეშე რთული იქნება, რომ ეს გარანტიები რაიმეს ნიშნავდეს.

მე არ ვფიქრობ რომ ამერიკა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვება. ეს ერთადერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შეიძლება ამერიკა ჩაერთოს აქ.

ასევე ნახეთ: მედვედევი - რუსი ლიბერალების იმედგაცრუება

თუმცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენ ამისთვის შეიარაღება გვჭირდება. უკრაინის არმიას შეუძლია თავის დაცვა, უფრო მეტიც, შეგვიძლია შეტევის განხორციელებაც, ისეთი დარტყმის მიყენება, რომ შემდეგ ჯერზე არ მოისურვონ ჩვენზე თავდასხმა, ან მალევე არ მოისურვონ. მაგრამ აქ ძალიან მნივშენლოვანია შეიარაღებით მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ამერიკელ სამხედროებზე მეტად და სხვას ჩვენ ჩვენითაც გავართმევთ თავს?.

თუმცა ნეიტრალიტეტი, ხომ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობაა?

რატომ? პირიქით. სუვერენიტეტის ნაწილის გადაცემა მაშინ ხდება, როცა ნეიტრალურები არ ვართ, როცა ნატოში შევდივართ.

რადგან თქვენ უარს ამბობთ თქვენს არჩევანზე, ასპირაციაზე, შეხვიდეთ ნატოში, ან გქონდეთ პირდაპირი ალიანსი ამერიკასთან?

ჩვენ არ ვამბობთ უარს ნატოზე. ჩვენი მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ნატოში. ეს უნდა ჩვენს ხალხს. ეს ნატოს არ ვუნდივართ ჩვენ. სიტუაცია მარტივია. მე გადავწყვიტე თქვენზე ვიქორწინო და აქტიურად გთხოვთ ხელს, ყველაფერი გავაკეთე, სასახლეები, ბრილიანტები, რესტორნები. თუმცა თქვენ უარზე ხართ. რა ვქნა? იმედი არ დავკარგო? ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების აშენება. თუ თქვენ უარზე ხართ, სხვა ვარიანტები უნდა მოვძებნო.

ნატო ხომ მექანიზმია. არსებობს ასევე ამერიკასთან პირდაპირი შეთანხმების შესაძლებლობა. ეს განიხილება? გაქვთ ვაშინგტონიდან მსგავსი სიგნალები?

ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი რთულია. ნატოც იცვლება ამ ომის განმავლობაში. მისი პოზიციები იცვლება. სრულიად შესაძლებელია რომ სიტუაცია შემოტრიალდეს. თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის გაწევაა საჭირო. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ასევე ჯერჯერობით უცნობია, რუსეთის ქცევის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება თუ არა შენარჩუნება იმ შეთანხმების არქიტექტურის, რომელიც ჩვენ სტამბულში წარვადგინეთ. ეს შეიძლება რუსეთის ქმედებების შედეგად ჩაიშალოს. ამ შემთხვევაში საუბარი წავა სხვანაირად და სხვა რამეზე. პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ თუ მარიუპოლის მცველების განადგურებას ეცდებიან, მოლაპარაკებებიდან გამოვალთ და შემდეგ რა სტატუსის განხილვაზეა საუბარი? არანაირი სტატუსის განხილვა არ იქნება.

ასევე ნახეთ: უკრაინა მოსკოვს ომში დნესტრისპირეთის ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს

თუ რუსეთი მიაღწევს იმას, რომ უკრაინა გახდება ნეიტრალური, მაშინ რას დაკარგავს რუსეთი ამ კამპანიით? გასაგებია რომ სანქციები, თუმცა მათ იმედი აქვთ რომ სანქციებს მოხსნიან გარკვეული დროის შემდეგ, გასაგებია რომ კარგავს ჯარს, თუმცა ზოგი თვლის, რომ ეს დანაკარგები მათთვის მნიშვნელოვანი არაა.

რას კარგავს რუსეთი თუ ჩვენ ნეიტრალურები გავხდებით?

დიახ, სტრატეგიულად რას კარგავს?

ეკონომიკურად ბევრს კარგავენ. სექტემბრისთვის ასეთი ტემპებით დიდი დანაკარგები ექნებათ. მაღალტექნოლოგიური პროდუქციის კუთხით ექნებათ სირთულეები. ვეღარ შეძლებენ თანამედროვე იარაღის წარმოებას. ძალით ვერ დაემუქრებიან ვერც უკრაინას და ვერც სხვა ქვეყნებს, ან ნაკლები ძალებით დაემუქრებიან. მეორე მხრივ, ისინი კარგავენ სამხედროებს, რუსული არმიის მეოთხეთზე მეტი, თითქმის მესამედი განადგურებულია.

სტრატეგიული კუთხით ვკითხულობ...

სტრატეგიული კუთხით იცვლება ის, რომ იმ დანაკარგებით რაც მათ განიცადეს, მათ არ შეეძლებათ იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც აქამდე ატარებდნენ, საომარ ძალებზე დაყრდნობით ან მათით მუქარით. როგორც ისინი აკეთებდნენ ან აკეთებენ, სირიაში, აფრიკაში და სხვაგან. ჩვენ მწყობრიდან გამოვიყვანეთ მინიმუმ 4/10 რუსული არმიის. თითქმის ნახევარი და კიდევ მეტს გამოვიყვანთ, თუ დასავლური შეიარაღება დროზე მოვა. ჩვენ მათ გავყრით უკრაინის ტერიტორიიდან, ჩვენ მზად ვართ გადავიდეთ თავდასხმაზე, მხოლოდ შეიარაღება გვჭირდება. ისინი ყველაფერს კარგავენ. ეს პუტინის რეჟიმის მარცხია ეს კულმინაცია უნდა ყოფილი და ეს ახლა ჩავარდა.

ასევე ნახეთ: პუტინი დასავლეთს „ტერორში“ ადანაშაულებს

ეს რუსეთის როგორც სახელწიფოს მარცხია. ისინი დამამცირებელ მარცხს განიცდიან. მათ ფიზიკურად არ შეეძლებათ წინა პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ დავამსხვრიეთ რუსული პოლიტიკის ვექტორი, რომელსაც ის ბოლო 23 წლის განმავლობაში ატარებდა, მას შემდეგ რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა. რუსეთში მოდელი შეიცვლება.

შემდეგი შეკითხვა შეეხება განცხადებას, რომ უკრაინა უნდა გახდეს ახალი ისრაელი, რამდენად რეალურია ეს, იმის გათვალისწინებით, რომ არაოფიციალურად თუმცა ვიცით, რომ ისრაელს აქვს ბირთვული იარაღი და ეს დიდ როლს თამაშობს.

ისრაელი გავხდეთ გულისხმობს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ცვლილებას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებას, არმიიდან დაწყებული, სპეციალური სამსახურებით და ტერიტორიული თავდაცვით დამთავრებული. რეზერვისტების სისტემის შექმნას და მუდმივ მზაობას აგრესორის დარტყმის მოსაგერიებლად ყველა სფეროში, პოლიტიკურიდან საომარ სფერომდე. არის ეკონომიკური, საინფორმაციო, სპეცსამსახურების სფეროები. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ 2014 წელს ჩვენ დავიძინეთ ევროპაში და გავიღვიძეთ ისრაელში და რომ რუსეთი დარჩება ეგზისტენციალურ მტრად მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს ისტორია დიდხანს გაგრძელდება.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი და საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება

ვაშინგტონში ზოგი ადამიანი, უმრავლესობა არა, თუმცა ნაწილი, თვლის რომ შეერთებული შტატების და ნატოს ინტერესებში არ შედის ალიანსის გაფართოება, რომ ნატომ ის ტერიტორია უნდა დაიცვას რომელიც ახლა მასში შედის და მეტი ქვეყნების მიღება არაა საჭირო. როგორ უპასუხებდით მათ? რატომაა შეერთებული შტატების ინტერესებში ნატოს გაფართოება და საქართველოს და უკრაინის მიღება?

ამაზე პასუხი მარტივია, რადგან რუსეთი არ დაშოშმინდება. არ დაშოშმინებაზე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, პუტინის პირობებში არ დამშვიდდება. თუ პუტინის მერე მოვა ლიბერალი, რუსეთი მაინც დარჩება ლიბერალურ იმპერიად.

ახლა ის ტოტალიტარული იმპერიაა, თუმცა ლიბერალურმა იმპერიამ [ბორის] ელცინის პირობებში, საქართველოსგან წაიღო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დაუსრულებელი უბედურება მოუტანა ქართველ ხალხს, მოლდოვისგან დნესტრისპირეთი და ეცადა უკრაინისგან ყირიმის წაღებას ე.წ. „მეშკოვის ყირიმის“ დროს 93-94 წლებში, როცა პასპორტებს და იარაღს არიგებდნენ. ეს იყო პირველი კონფლიქტი ყირიმისთვის. მაშინდელმა რუსეთმა მოაწყო ხოცვა-ჟლეტა ჩეჩნეთში და საკუთარი პარალამენტი ააფეთქა. ასე გამოიყურება ლიბერალური რუსეთი. რუსეთის ლიბერალიზმზე იმედები არ უნდა დავამყაროთ. რადგან ლიბერალურიდან ტოტალიტარულ იმპერიამდე ერთი ნაბიჯია.

ასევე ნახეთ: "რუსებისთვის მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება,"- კრამპი

ეს კი გულისხმობს, რომ რუსეთი იქნება სისტემური ფაქტორი. სისტემური ფაქტორი, რომელიც ემუქრება პოლონეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ამერიკის და ნატოს სამხედროებს მოუწევთ იქ ომი. Ამიტომ ხომ არ ჯობს, მარჯვენა ფლანგი, რომელსაც დე ფაქტოდ საქართველო და უკრაინა წარმოადგენს და თან წარმატებით, მიიღონ ალიანსში და დახურონ ნატოს გაფართოების თემა? იმის ნაცვლად, რომ დაბრუნდეს რუსული საფრთხის საკითხი პოლონეთში, ბალტიისპირეთში თუ ბალკანეთში. ეს ერთადერთი მიზეზით: როცა უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოში, რუსეთი მათ ტერიტორიაზე შეიჭრება [და არა ნატოს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე].

თუმცა ვხედავთ რომ რუსეთი აქამდე ნატოს თავს არ დასხმია.

დიახ. ამით იხურება თემა და თუ დაესხმება, ბრძოლის ველი იქნება უკრაინა და არა ევროპა. ამ გადმოსახედიდანაც ხომ მომგებიანია?!

როდესაც საუბარი დაიწყო ნეიტრალიტეტზე, ვაშინგტონში ზოგი ფიქრობდა, რომ ეს არა რეალურად ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, არამედ იმას უკავშირდებოდა რომ უკრაინას ეჩვენებინა, რომ ომი ნატოს გაფართოებას არ უკავშირდება. თუმცა თქვენ ახლა ამბობთ, რომ ნეიტრალიტეტი რეალურად განიხილება. როგორ ხედავთ ამას? რა არის საუკეთესო ვარიანტი უკრაინისთვის?

საუკეთესო ვარიანტი უკრაინისთვის, ჩვენთვის ბევრი მძიმე შეიარაღების გადმოცემაა. ჩვენ დავამარცხებთ რუსეთის არმიას ჩვენს ტერიტორიაზე და გადავალთ შეტევაზე. გავათავისუფლებთ ყველა ტერიტორიას. ალბათ, ყირიმის გარდა. ყირიმისთვის რუსები ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა თუ საკმარის შეიარაღებას მოგვცემენ, ჩვენ ლუჰანსკის და დონეცკის გათავისუფლებასაც კი შევძლებთ ან 23 თებერვლის პოზიციებზე დავბრუნდებით. აღდგება სტატუს კვო და შეგვეძლება გავმართოთ მოლაპარაკებები უკვე გამარჯვებულის პოზიციიდან. ეს განსხვავებული მოლაპარაკებები იქნება და შეიძლება დაბრუნდეს ნატოს თემა, ნატოსკენ უკრაინის სვლის საკითხი. ამაზე რუსეთს ვეღარ ექნება შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობა და ან აბა როგორ? ჯარიც აღარ დარჩებათ რომ ჩვენ დაგვემუქრონ.

ბირთვული იარაღი? ნუ ეს როგორ მთავრდება გასაგებია. ვიქტორია ნულანდი მათ დაპირდა, თუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, პასუხი პუტინისთვის და რუსეთისთვის კატასტროფული იქნება. ამიტომ აქ საშიში არაფერია, საჭიროა ძალის და ნების ჩვენება.

ვაშინგტონში საუბრობენ იმაზე ჩავარდა თუ არა შეკავების პოლიტიკა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეეძლო ვაშინგტონს ამ ომის თავიდან აცილება?

შეეძლო, თუ გააკეთებდა იმას რასაც ჩვენ დასაწყისში ვითხოვდით. ჩვენ ოფიციალურად ვითხოვდით სანქციების წინასწარ დაწესებას და ჩვენთვის შეიარაღების გადმოცემას. ჩვენ ვიცოდით რომ გადაწვეტილება მიღებული იყო. ამას შეიძლება შეეჩერებინა კრემლი, ანდა ჩვენ უფრო მეტად მომზადებულებს გაგვხდიდა და რუსეთს უფრო დაასუსტებდა

ასევე ნახეთ: "ჰაუბიცები", "ბუშმასტერები", ვერტმფრენები - სამხედრო დახმარება უკრაინისთვის 

. თუმცა ამაზე არ წავიდნენ და როგორც ტალეირანი ამბობდა, შეცდომა დანაშაულზე ცუდია. ეს შეცდომები დასავლეთმა ბევრჯერ დაუშვა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და ოფიციალურმა ვაშინგტონმა. ახლა სიტუაცია შეიცვალა ახლა გვაძლევენ შეიარაღებას, უფრო მეტს რომ გვაძლევდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

იარაღს გაძლევენ დიახ, თუმცა წარმოდგენები შეიცვალა გეოპოლიტიკურ რეალობაზე?

ამერიკის მხარე იხრება აქეთკენ და ოფიციალურად აცხადებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ნატოში არ მიგვიღეს, არ დააწესეს წინაწარ სანქციები და არ მოგვცეს შეიარაღება.

ასევე ნახეთ: გენერალი კლარკი: პუტინმა იცის, რომ ომში ამერიკა რომ ჩაერთოს, ის სხვანაირად დამთავრდება

მინდა საქართველოზე გკითხოთ, როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის პოზიციებს დღეს?

მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის.

ასევე ნახეთ: “შურისძიება “-  ყველაფერი, რაც მარიუპოლის შესახებ უნდა ვიცოდეთ

თუ უკრაინა გახდება ნეიტრალური, რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე?

გაძლიერდებიან ძველი მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოც უნდა იყოს ნეიტრალური. თუმცა, მათი გაძლიერება არ ნიშნავს, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ნატოს წევრი. შანსები საქართველოსთვის გახდეს ნატოს წევრი უფრო მაღალია ვიდრე უკრაინის, უბრალოდ სიდიდიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციამ ეს კომპრომისულად შეიძება ჩათვალოს. 4 მილიონიანი საქართველო, თქვას, რომ არ წარმოდგენს დიდ საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის. 40 მილიონიანი უკრაინა კი წარმოადგენს. ამიტომ ისინი შეიძლება გაცვლაზე წავიდნენ. უკრაინა არა და საქართველო კი. თუმცა ეს ზოგადი საუბარია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ომის შედეგებზე. როცა რუსეთის პოზიციები დასუსტდება და მათი პოზიციები ვინც თვლის რომ უკრაინა და საქართველო ნატოში უნდა იყოს, გაძლიერდება.

ასევე ნახეთ: თუ უკრაინა ნატოზე უარს იტყვის, რა ხდება საქართველოსთვის?

როგორ შეიცვალა რეგიონში, სტრატეგიული გადმოსახედიდან, უსაფრთხოების კუთხით ვითარება?

სადაა პრობლემა? პრობლემაა შავი ზღვა და იქ ნაოსნობა. ეს ეხება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს, ბევრ ქვეყანას. მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმი დაიკავა და ის სამხედრო ბაზად აქცია, ის ახდენს მისი ძალის პროექციას მთელს შავ ზღვაზე. აკონტროლებს გადაზიდვებს შავ და აზოვის ზღვებში, ახლაც. ამის შედეგად, გარკვეულ პროდუქტებზე ფასები მსოფლიოში ოცი პროცენტით გაიზარდა, რადგან უკრაინა იყო ამ პროდუქტების მთავარი გადამზიდი . ახლა მათ ოკუპირებული აქვთ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ტერიტორიის და არ იძლევიან თესვის შესაძლებლობას. შედეგად სექტემბრისთვის დადგება კრიზისი. ამაზე უკვე საუბრობენ საერთაშორისო ექსპერტები. გაყიდვების ფასი გაიზრდება და შედეგად 1.2 მილიარდი ადამიანი იზარალებს მსოფლიოში. აი ამხელაა ფასი შავი ზღვის უსაფრთხოების, რომელიც ეხება საქართველოს და უკრაინას., ეს მოსაგვარებელი საკითხია.

როგორ ფიქრობთ, დასავლეთში შეიცვალა რუსეთზე წარმოდგენები? არის იმის აღქმა, რომ ეს ომი გეოპოლიტიკურ რეალობას ცვლის?

არის. ისინი მიხვდნენ რომ ძველი სამყარო აღარ არსებობს, რომ საჭიროა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა. მათ ნაწილს ისიც ესმით, რომ თავად გაზარდეს პუტინი. 23 წლის განმავლობაში მას აპატიეს მისი ქცევა ჩეჩნეთში, შემდეგ სირიაში, შემდეგ ცენტრალურ აფრიკაში და ა.შ. ისინი თვალებს ხუჭავდნენ, მასთან ვაჭრობდნენ, უნდოდათ ისე ემოქმედათ ვითომც არაფერი. გუშინ “ტელეგრამში” ვნახე ინფორმაცია, რომ საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები აძლევდნენ რუსეთს შეიარაღებას, 2015 წლიდან, სანქციების გვერდის ავლით, რომელიც მათვე დააწესეს. დასავლეთი უფრო სწორად, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი იხდის საფასურს ახლა მათი ფარისევლობის გამოც. ამას შეფასება უნდა მიეცეს.

Your browser doesn’t support HTML5

რა მოხდება მაშინ თუ დადასტურდა, რომ რუსეთმა ომის დანაშაულები ჩაიდინა

მაგალითად გერმანიის პოზიციები , კანცლერი შოლცის პოზიციები, რომელიც ორი თვის განმავლობაში ატყუებდა მის მოსახლეობას. იქ ახლა დიდი სკანდალია. ატყუებდა ქონდა თუ არა გერმანიას შესაძლებლობა დახმარებოდა უკრაინას იარაღით. ის ატყუებდა მედიას, საზოგადოებას და ხელისუფლებას. მისივე თავდაცვის სამინისტრო მას აძლევს სიას და მერე იტყუებიან ტელევიზიით, რომ ეს სია არ არსებობს. ან მაგალითად ავსტრია, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის შეყვანა მისთვის არასასურველია.

გაქვთ იმედი რომ ეს შეიცვლება?

ჩვენ ვხედავთ რომ აქეთკენ მიდის საქმე. მოსახლეობა, პირველ რიგში, ამომრჩევლები აძლევენ შეფასებას საკუთარ მმართველებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, მიმართა დასავლეთს, რომ მე ვიტოვებ უფლებას ვესაუბრო თქვენს მოსახლეობას, თქვენთვის გვერდის ავლით, რადგან თქვენი პოლიტიკა არის ფარისევლური. სანამ ისინი იღებენ პუტინის ფულს, და აგრძელებენ მასთან ვითომც არაფერი ურთიერთობას, ჩვენთან ბავშვების თვალწინ დედებს აუპატიურებენ, დედების თვალწინ ბავშვებზე ძალადობენ და ბავშვები სარდაფებში იხოცებიან. ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკვდა, ათიათასობით, და რატომ? ტანკებზე, რომლებიც ჩვენ ბავშვებს კლავენ, ფრანგული ღამის ხედვის ოპტიკაა 2014 წლის შედმეგ დამონტაჟებული, ჩვენ ეს ტექნიკა გვაქვს, ეს ვიცით, ამას ვხედავთ. ესაა საფასური.