რუსეთის ჯარი უკრაინაში დიდ დანაკარგს განიცდის. თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის შესახებ ბოლო განცხადება 25 მარტს გააკეთა და თქვა, რომ უკრაინაში 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. კიევი კი აცხადებს, რომ ეს რაოდენობა 20 000-ს აღემატება. ამ ფონზე, ნატოს გათვლებით, უკრაინაში დაღუპული, დაშავებული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 40 000-ს აღემატება. პენტაგონის შეფასებით, ეს უკრაინაში მობილიზებული რუსული არმიის, დაახლოებით, 25 პროცენტია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების სამხედრო თვალსაზრისით შეფასების მიზნით, „ამერიკის ხმა“ ოთხვარსკვლავიან გენერალ (თადარიგის) უესლი კლარკს ესაუბრა. ის ამბობს, რომ დასავლეთი რუსეთისგან უკვე საკმარისად ბევრს შეეგუა და ეს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცეში საკუთარი თვითმფრინავები უნდა განათავსონ და რუსეთს დაუტოვონ არჩევანი უპასუხოს თუ არა ამ ნაბიჯს. გენერალ კლარკს მიაჩნია, რომ დასავლეთმა უკრაინის დასახმარებლად მეტი უნდა გააკეთოს და თუ რუსეთს ბრძოლის გაგრძელება სურს კრემლმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის წაგების ალბათობა არსებობს.
გენერალ კლარკს, რომელიც ამერიკის არმიაში 38 წელი მსახურობდა და მათ შორის, ნატოს ჯარების მთავარსარდალიც იყო, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. დასაწყისისთვის, გვითხარით რა ხდება უკრაინაში ტაქტიკური გადმოსახედიდან? ვის აქვს უპირატესობა და რა სახის უპირატესობა?
აშშ-ის და ნატოს თვითმფრინავები ამ საჰაერო სივრცეში უნდა შევიდნენ და აიძულონ რუსებს მათ მოახდინონ რეაგირება ამერიკული და ნატოს თვითმფრინავების უკრაინაში ყოფნაზე... ეს უკრაინის კანონიერი საჰაერო სივრცეა... რატომ უნდა დავუთმოთ რუსეთს საჰაერო სივრცე, რომელში ყოფნის კანონიერი უფლებაც მათ არ აქვთ?
ყურადღების ცენტრში ახლა აღმოსავლეთ უკრაინა და დონბასია. აქ ჯერ ისევ მიმდინარეობს რუსული ჯარის მობილიზაცია და დონბასში იმ დანაყოფების შეყვენა, რომლებიც კიევის შემოგარენიდან გამოიყვანეს. იქ კიდევ ბევრი სხვა ძალაა. თვითმფრინავები და არტილერია რუსეთის შიგნით გადაჰყავთ, რათა შეძლონ უკრაინული პოზიციების რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბვა. ეს არის ყურადღების მთავარი ცენტრი, მაგრამ ამასთან ერთად, უკრაინელები კვლავ იბრძვიან აქტიურად მარიუპოლში. ასევე კვლავ ცდილობენ ხერსონში შეღწევას და ქალაქის უკან დაბრუნებას. მიკოლაივი დროებით უსაფრთხოა.
ინტერვიუ გენერალ კლარკთან გენერალი კლარკი: პუტინმა იცის, რომ ამერიკა ომში რომ ჩაერთოს, ის სხვანაირად დამთავრდებაეს არის მოსამზადებელი პერიოდი. როგორც წესი, ასეთი დიდი შეტევისთვის მომზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება. ეს მეორე მსოფლიო ომის სტანდარტია და რუსეთი ამ ეტაპზე მეორე მსოფლიო ომის სტანდარტებს ვერ სცდება. ჩვენ მეორე მსოფლიო ომის და ზოგადი ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რა შეიძლება მოხდეს და რაც მოხდება. ბრძოლაში ჩართული იქნება ათასობით ჯარისკაცი ძალიან ინტენსიური დაბომბვა თვითმფრინავებით. უკრაინის ეს ტერიტორია შედარებით ბრტყელია. ეს ძირითადად მთლიანად სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მიწა ჯერ ალბათ ისევ სველია და რუსებს მანევრირება გაუჭირდებათ. ამასთან, ამ ტერიტორიაზე უკრანელებს სანგრების მთელი სისტემები აქვთ მოწყობილი. არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა ქიმიური იარაღი გამოიყენონ ამ სისტემების წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება რუსების მხრიდან ყველა მეთოდის, მათ შორის, აკრძალული მეთოდების გამოყენება, რომელთა გამოყენებასაც ისინი ყველაზე მამაცი არმიის წინააღმდეგ ეცდებიან, რომელიც მე ოდესმე მინახავს.
რუსებს თავდაპირველად აშკარად ჰქონდათ მიზანი, რომ აეღოთ კიევი, დაემხოთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა და მთელ ქვეყანაზე რაღაც სახის კონტროლი დაემყარებინათ. ამას ცხადია, რომ ვერ მიაღწიეს. როგორ ფიქრობთ, რა არის მათი მიზანი ახლა? თქვენ აღწერეთ რა ხდება ან რა შეიძლება მოხდეს და როგორ ცდილობს რუსეთი ამის მიღწევას, მაგრამ რა არის მათი მთავარი მიზანი?
ამჟამად რუსების მთავარი მიზანი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებაა, რის შემდეგაც ისინი გეგმავენ, რომ სრული ძალით დაბრუნდებიან ქვეყანაში, მოახდენენ კიევის იზოლირებას, შევლენ სოფლებში, დახოცავენ ადამიანებს, რომელთა მოკვლაც წინასწარ აქვთ შეკვეთილი და სხვებსაც იპოვიან წამების გამოყენებით, როგორც ეს ბუჩაში ვნახეთ. საბოლოო ჯამში პუტნის მიზანი მთელი ქვეყნის დაპყრობაა. ის, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამას, შესაძლებელია თუ არა ამ მიზნის მიღწევა, შეუძლია თუ არა მის ჯარს ამის გაკეთება, ამ ეტაპზე უცნობია. ეს არის კონკურენცია ჯარის გასაძლიერებლად. დასავლეთი უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას და დახმარებას ჯარის გასაძლიერებლად, რუსეთი კი თავის მხრივ ცდილობს რკინიგზით და სხვა მეთოდებით სამხედრო აღჭურვილობისა და ახალი ძალის მობილიზაციას. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ მედიაში, მაგრამ ადგილზე ეს მიმდინარეობს. ვიცით, რომ მიმდინარეობს კიბერთავდასხმები, თავდასხმები უკრაინის ელექტროსისტემაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და სხვა ბევრ სფეროზე. ეს არის ძალიან კონკურენტული გარემო, რომელიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს შედეგს.
შესაძლებელია მათი შეჩერება ამ მომენტში? შეიძლება თუ არა ამ მოსამზადებელი პროცესის შეფერხება?
რა თქმა უნდა. ეს მოითხოვს შორი რადიუსის საბძოლო მასალას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ახლა მიმდინარე პროცესს. მაგრამ მათ ძალიან დაეხმარებოდათ ის, რომ ჰქონდეთ „სმერჩის“ და „ურაგანის“ ტიპის რაკეტები. კარგი იქნება ჰქონდეთ თვითმფრინავები, რომლებიც მათ ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაემარება. დასავლეთს ეს თვითმფრინავები არ მიუწოდებია უკრაინისთვის.
მოდით ახლა სწორედ მაგაზე ვისაუბროთ. რატომ არ აწვდის დასავლეთი, შეერთებული შტატები უკრაინას, შორი რადიუსის და დიდი სიმაღლის იარაღს, რომელიც ვიცით, რომ ეფექტური იქნება. თუ მათ ჯაველინებითა და სხვა მსგავსი მეთოდებით შეძლეს წარმატების მიღწევა, რატომ არ ვაძლევთ მათ უფრო ეფექტურ იარაღს?
ეს ძალიან კარგი კითხვაა და ჩვენ ვამბობთ, რომ ვაძლევთ. მაგრამ ამ იარაღებიდან ბევრი შეერთებული შტატებს უბრალოდ არ აქვს. ჩვენ არ გვაქვს თვითმფრინავები, რომელთა ფრენაც უკრაინელ პილოტებს შეუძლიათ. ჩვენ არ გვაქვს შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები, რომელთა ოპერირებაც მათ იციან. ასე რომ, საქმე ეხება ამ აღჭურვილობის მოპოვების მოკავშირე ქვეყნებისგან მთელს მსოფლიოში. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მთელს მსოფლიოში რუსული გუნდები დადიან და ცდილობენ უკრაინელებისვის ამ იარაღის მიყიდვას ხელი შეუშალონ. უკრაინელები მეგობრებს და მოკავშირეებს სთხოვენ იარაღი მათ მიყიდონ ან მისცენ და ყველგან სადაც უკრაინა ამას აკეთებს მეორე მხარეს რუსეთი დგას, რომელიც ორ, სამ, ოთხჯერ მეტის გადახდას სთავაზობს ქვეყნებს, თუ ისინი იარაღს არ გაყიდიან. ეს ნამდვილი გამოწვევაა. როგორც გითხარით, პუტინ სურს გაიმარჯვოს. ის მიდის ყველაფერზე, ზოგიერთი ქვეყნისთვის აფერხებს მიწოდების ჯაჭვს, საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას, შესაძლოა, საქართველოსაც პირდაპირ ემუქრება, თუ ისინი უკრაინას დაუჭერენ მხარს. ეს პრობლემა არ გადაიჭრება ხელის ჩამორთმევით, მოლაპარაკებით და შეთანხმებაზე ხელის მოწერით. ის უბრალოდ არ გაქრება.
თქვენი აზრით, დასავლეთი, ნატო ფიქრობენ თუ არა იმაზე, რომ უკრაინას რომ ძლიერი და უფრო მოწინავე იარაღი მისცენ, უკრაინამ შესაძლოა შეტევა რუსეთის ტერიტორიზე განახორციელოს? როგორ ფიქრობთ, ეს შიში არსებობს?
იმედი მაქვს, რომ ეს შიში არ არსებობს. რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს უკრაინისგან უსაფრთხოების მოლოდინი. თუ რუსეთი უკრაინას ესხმის თავს რუსეთის ტერიტორიიდან და თუ საზღვრის გადაღმა ბელგოროდში რუსული არმიის მობილიზება და გაძლიერება ხდება, რატომ უნდა იფიქროს რუსეთმა, რომ მისი ტერიტორია დაცულია, როცა ისინი უკრაინას თავს ესხმიან? დასავლეთი უკვე ძალიან ბევრს შეეგუა რუსეთისგან. ფაქტია, რომ საჰაერო სივრცე უკრაინას ეკუთვნის.
მე მჯეროდა და თავიდანვე ვთქვი, რომ შეერთებული შტატები და ნატოს თვითმფრინავები ამ საჰაერო სივრცეში უნდა შევიდნენ და აიძულონ რუსებს მათ მოახდინონ რეაგირება ამერიკული და ნატოს თვითმფრინავების უკრაინაში ყოფნაზე, რომლებიც იქ უკრაინის მოწვევით იქნებოდნენ. ეს უკრაინის კანონიერი საჰაერო სივრცეა და თუ ჩვენ გვჯერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, რატომ უნდა დავუთმოთ რუსეთს საჰაერო სივრცე, რომელში ყოფნის კანონიერი უფლებაც მათ არ აქვთ? ვფიქრობ, მომავალში მსგავსი არგუმენტები გაძლიერდება და გაფართოვდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას უფრო დახვეწილ და მისი სიტყვებით უფრო „მძიმე შეიარაღებას“ მიაწოდებს, მარიუპოლის დაცვა და იქიდან რუსების გაძევება შესაძლებელი იქნება. რას ფიქრობთ ამაზე სამხედრო თვალსაზრისით? ეს შესაძლებელია?
Your browser doesn’t support HTML5
არ მგონია მარიუპოლში იარაღის რაიმე გზით ჩაგდების საშუალება არსებობდეს თუ ამას მეკითხებით. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის შესაძლებელია, რომ უკრაინელებმა საკმარისი ძალით მარიუპოლში რუსულ პოზიციებს ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან შეუტიონ. დიახ, ეს შესაძლებელია.
რუსები დღესაც და აქამდეც ამბობენ, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღის ნებისმიერი კოლონა მათთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება. როგორ ფიქრობთ, ამოიღებენ თუ არა ისინი მიზნად იარაღის უკრაინაში შემავალ მარაგს და აკეთებდნენ თუ არა ამას აქამდე?
ბატონმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის გამოიყენებს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, ის მიიღებს პასუხს, რომელიც მის ინტერესებს ძალიან დააზიანებს და მის ქვეყანას უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის ომის დამთავრების შემდეგ, როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ის.
სიმართლე ისაა, რომ უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა და რუსეთის სამხედრო რესურსები არ არის შეუზღუდავი. რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური სამიზნეა, რა თქმა უნდა ეს სამხედრო სამიზნეა. ასევე, რა თქმა უნდა, მათ სურთ კიევის იზოლირება მომარაგების ხაზიდან და სურთ უკრაინის იზოლირება. მაგრამ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ბატონმა პუტინმა იცის, რომ მას არ სურს ის, რომ შეერთებული შტატები ამ ომში ჩაერთოს, რადგან ჩვენი ჩარევით, ნამდვილად შეგვეძლება ამ ბრძოლის მიმართულების განსაზღვრა. ვფიქრობ, მან კარგად იცის და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეერთებული შტატები და ნატო შეაკავოს და ჩვენ ომში არ ჩავერთოთ.
დასავლეთის ნარატივი უკრაინაში რუსეთის მეორე შეჭრის დაწყებისას იყო ის, რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს; მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა უნდა შეწყდეს; კონფლიქტი უნდა დასრულდეს. ბოლო დროს მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება, რომლებშიც დასავლეთი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ნარატივი თითქოს შეიცვალა. ეთანხმებით თუ არა ამას? და კითხვის მეორე ნაწილი ის არის, თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა უკრაინას გამარჯვება?
ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა ახლა დააფასა ის ფაქტი, რომ უკრაინელები ძალიან მამაცი მებრძოლები არიან. ვფიქრობ შეერთებული შტატები იწყებს იმის გაგებას, რომ რამდენად ძლიერადაც არ უნდა სურდეს შეერთებულ შტატებს და ევროპას ამ კონფლიქტის დასრულდება იმით, რომ უკრაინამ რუსებს უთხრას ‘კარგი, კარგი, წაიღე ჩემი ქვეყნის ნახევარი ოღონდ ომი შეწყვიტეო,’ ომი არ დამთავრდება. ეს არ მოხდება. ეს არის სასტიკი კონფლიქტი, რომლის დროსაც რუსები ოჯახებს ხოცავენ, მილიონობით ადამიანმა ყველაფერი დაკარგა. უკრაინელები ამას არ დაივიწყებენ. ეს ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მან ასევე კარგად იცის, რომ რუსეთის ჯარი არის ყველაზე სასტიკი მეტოქე, რომელსაც ის უნდა ებრძოლოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, რომ ეს ბრძოლა იქნება. ის არავითარ შემთხვევაში არ დაამთავრებს ამ ომს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის მსხვერპლად შეწირვით. შეერთებული შტატებისთვის საუკეთესო გზა ნატოს მოკავშირეების და სხვები ქვეყნების წახალისებაა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. თუ რუსეთს სურს გააგრძელოს ომი, ეს რუსეთის გადასაწყვეტია. მან წაგების ალბათობაზეც უნდა იფიქროს, რადგან ამ ომის დასასრულის გადაჭრით პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მათ ბევრი რამ სცადეს და თითქმის ყველაფერი არაეფექტური აღმოჩნდა. სახმელეთო ჯარები არ გამოდგნენ ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა. უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთისთვის მოულოდნელი იყო. ასევე დონბასის რელიეფი და იქ წელიწადის ამ დროს არსებული ბუნებრივი პირობები არ არის ხელსაყრელი მძიმე შეიარაღების გადაადგილებისთვის. ასე რომ, უცნობია მიაღწევს თუ არა შედეგს რომლის მიღწევაც პრეზიდენტ პუტინს, როგორც ჩანს, 9 მაისისთვის სურდა. მეორეს მხრივ, რუსებს აქვთ აკრძალული იარაღის გამოყენების გამოცდილება. ისინი მზად არიან ბომბები ჩამოყარონ ყველგან, მოკლან ყველა, მოკლან ადამიანები უმიზეზოდ. არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა გაანადგურონ არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო სამიზნეებიც უკრაინის დაშინების მიზნით. ასე რომ, ახლა ჩვენ ვართ ამ ომის ძალიან არაპროგნოზირებად ეტაპზე.
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით შიარაღებას აწვდის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ოთხშაბათს გამოაცხადა. ავსტრალიელები, ბრიტანელები, გერმანელები, ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა უკრაინის შეიარაღებით დახმარებას აგრძელებს. შესაძლოა ეს არ არის ზუსტად ის, რასაც უკრაინელები ითხოვენ, მაგრამ ცხადია, რომ მათ მეტი იარაღის მიღების პირობა მიიღეს. როგორ ფიქრობთ, თუ უკრაინა იმ ყველაფერს მიიღებს, რის პირობაც მას პარტნიორებმა მისცეს, შეეძლება თუ არა უკრაინის ჯარს კონტრშეტევის განხორციელება რუსეთის უკან დასახევად და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ცეცხლი მოიგერიონ და რუსებს უბრალოდ წინ წასვლის საშუალება არ მისცენ?
დიახ, ვფიქრობ, რომ უკრაინის სწორი მხარდაჭერით შესაძლებელია კონტრშეტევის ჩატარება. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია რუსების გაძევება. წავლენ თუ არა ისინი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გარეშე, ჯერ კიდევ გასარკვევია. მაგრამ ბატონმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის გამოიყენებს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, ის მიიღებს პასუხს, რომელიც მის ინტერესებს ძალიან დააზიანებს და მის ქვეყანას უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის ომის დამთავრების შემდეგ, როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ის. ვფიქრობ, უკრაინელებს შეუძლიათ კონტრშეტევის განახორციელება და რუსეთის ქვეყნიდან გაძევება, თუ ისინი სათანადო მხარდაჭერას მიიღებენ და თუ შეძლებენ რუსეთის საარტილერიო და შორი რადიუსის რაკეტების გაშვების შესაძლებლობის საკმარისად დეგრადაციას.