დღეს, შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი წარდგნენ.
პენტაგონის ხელმძღვანელი და ამერიკის წამყვანი გენერალი, კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო.
ასევე ნახეთ: ნატო: რუსეთი უკრაინის დონბასის დასაპყრობად ემზადებასაკუთარ გამხსნელ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით.
აღნიშნული გაიზიარა ასევე, გენერალმა მილიმ. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც, ჩემი მშობლები და ამერიკელთა თაობები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნა მან.
ასევე ნახეთ: ევროპული ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენთავდაცვის მდივანმა ისაუბრა, ამერიკის დახმარებაზე უკრაინის მიმართ. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები.
„ჩვენ ვსწავლობთ... რა სურთ უკრაინელებს. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვესაუბრებით. [დახმარება] იქნება უმეტესწილად იმის გამეორება, რაც უკვე გადავეცით, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ისეთ რამეებს, რაც მათ მისცემთ ბრძოლაში უპირატესობას. და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ დავიწყეთ მათი [შეარაღების] გადაცემა“, - თქვა ოსტინმა.
გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება.
„[ეს] უნდა გავზომოთ წლებში. არ ვიცი ათწლეულებში თუ არა, თუმცა წლებში ნამდვილად,“- თქვა მან. „ვფიქრობ ნატო, შეერთებული შტატები, უკრაინა და ყველა მოკავშირე და პარტნიორი, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, ამაში დიდხანს იქნებიან ჩართულნი,“ - თქვა მან.
თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა მათი თქმით წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით.
ასევე ნახეთ: დეფოლტის რისკი იზრდება: ამერიკამ რუსეთს $600 მილიონის ობლიგაციის გადახდა შეუჩერათავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა საქართველოზე და თქვა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება.
ასევე ნახეთ: ფიქციური „დამოუკიდებლობიდან“ პუტინის იოლ „გამარჯვებამდე“ - გამოცხადებული „რეფერენდუმების“ ქრონიკა„მე მჯერა, რომ ბევრი ევროპელი მოკავშირე, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და სხვები ძალიან, ძალიან მოსურნენი არიან მუდმივი ბაზების შექმნისა. ისინი მათ ააშენებენ, მათთვის გადაიხდიან“. - თქვა გენერალმა.
კონგრესმენებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მწვავე კითხვები დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ვაშინგტონმა მოსკოვის შეკავება. ოსტინმა და მილიმ, აღნიშნულზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი აზრით ამის გზა ადგილზე ამერიკული სამხედროების განთავსება იყო, თუმცა ეს ქმნიდა რისკებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების.
კომიტეტში გამოსვლისას, ამერიკის თავდაცვის წამყვანმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად შეიარაღების კუთხით უპირატესობისა, რუსეთმა ვერ მოახერხა მისი უნარების ეფექტური გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მოუწიათ, უკრაინის მოულოდნელად მტკიცე თავდაცვასთან გამკლავება.