გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის რუსეთთან დაახლოებას ადვოკატირებდა, თავისი ადრინდელი პოზიციის გამო სინანული გამოხატა და თქვა, რომ მის მხრიდან წლების განმავლობაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის მხარდაჭერა აშკარა შეცდომა იყო.
სოციალ-დემოკრატმა შტაიენმაიერმა, რომელიც პრეზიდენტად არჩევამდე ანგელა მერკელის მთვრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა თქვა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნიშნავს, რომ მან და სხვებმა საკუთარი შეცდომები გულწრფელად უნდა მიიღონ.
შტაინმაიერი თავისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმ ფრთის მნიშვნელოვანი წევრი იყო, რომელსაც ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროედერი უძღვებოდა. ეს ფრთა ამტკიცებდა, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, დასავლეთზე ორიენტირებულ გლობალურ სისტემაზე ამ ქვეყნის მიმაგრების გზა იყო. თავად ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროედერი აქტიური კრიტიკის ობიექტია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი კავშირების გამო.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენი გერმანიამ შეაჩერა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. კრიტიკოსები იქამდეც საუბრობდნენ იმაზე, რომ მილსადენი ზრდიდა ევროპის დამოკიდებულების ზრდას რუსულ გაზზე და ასუსტებდა უკრაინას, მისი ენერგო-ტრანზიტიდან ჩამოცილების შედეგად.