ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ


სამშაბათს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დე მეიომ განაცხადა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის თანახმად, რუსეთი სამაგიეროს გადახდას აპირებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსგავსი ნაბიჯი დასავლეთის ბევრმა მთავრობამ გადადგა.

სამშაბათს, იტალიამ რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა, რათა დიპლომატების გაძევების შესახებ შეეტყობინებინა.

დე მეიოს განცხადებაში ნათქვამია: „ეს ზომა შეთანხმებულია ევროპელ და ატლანტურ პარტნიორებთან და ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი აგრესიით გამოწვეული კრიზისის კონტექსტის გამო, აუცილებელობას წარმოადგენს.“

„ტასს“-მა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან მარია ზახაროვას ციტირება მოახდინა, რომელმაც თქვა, რომ ევროპულ ქვეყნებს: „რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს“.

უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე საერთაშორისი აღშფოთების ფონზე, 35 რუსი დიპლომატი ორშაბათს საფრანგეთმაც გააძევა. გერმანიამ ქვეყანა 40 დიპლომატს დაატოვებინა.

ორშაბათს ლიეტუვამ განაცხადა, რომ "რუსული სამხედროს აგრესიის" და ბუჩაში საზარელი ხოცვა-ჟლეტის" პასუხად რუსეთის ელჩს აძევებდა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ სამ რუს დიპლომატს "არალეგალური ოპერაციებისთვის" აძევებდა, დანიამ კი 15 რუსი "დაზვერვის ოფიცერი" ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა და დაგმო, როგორც თვითონ უწოდა, "ბუჩაში უკრაინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკე".

24 თებერვალს, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან 230-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.

XS
SM
MD
LG