ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა


მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა სამშაბათს, 17 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყენამაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

ბელგიამ ნიდერლანდების შემდეგ ქვეყნიდან 21 რუსი დიპლომატი გააძევა, ჩეხეთის მთავრობამ თქვა, რომ აძევებს ერთ რუს დიპლომატს, ხოლო ირლანდიამ 4 რუსი ოფიციალური პირი გააძევა ქვეყნიდან.

„ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვამცირებთ რუსეთის დაზვერვის ყოფნას ევროკავშირში,“- ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ანალოგიური გადწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო პოლონეთმა და ქვეყნიდან 45 რუსი დიპლომატი გააძევა.

ნიდერლანდებში ამბობენ, რომ დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსი დიპლომატები საიდუმლო საქმიანობას ეწეოდნენ.

ნიდერლანდებში განმარტავენ, რომ მზად არიან მოსკოვის საპასუხო ნაბიჯებისთვის, თუ რუსეთიდან მათ დიპლომატებს გამოაძევებენ.

მანამდე, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და მონტენენგრომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG