უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ჯარისკაცები დაადანაშაულა უკრაინის იმ ტერიტორიის დანაღმვაში, რომელსაც რუსები უკან დახევისას ტოვებენ.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უკრაინის ჯარმა კიევის რეგიონში 30-ზე მეტ ქალაქსა და სოფელზე კონტროლი აღიდგინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ შეამცირებს ოპერაციებს დედაქალაქის ირგვლივ და მეზობელ ჩერნიჰივის რეგიონში.
ასევე ნახეთ: „დათომ თავის თავზე მიიღო ცეცხლი“"უამრავი ნაღმია. ისინი (სოფლები) მოფენილია ნაღმებით", თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნა უპასუხოდ დატოვა.
შაბათს, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა კიევის რეგიონის ახლად გათავისუფლებულ ზონებში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. სამსახურის ინფორმაციით, მათ ერთ დღეში 1,500-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს კიევის დასავლეთით მდებარე სოფელ დმიტრივკას გასუფთავებისას.