კრემლის დეზინფორმაციას ჰაკერები და მოხალისეები ებრძვიან

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთში უკრაინის ომზე ნამდვილი ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება. რუსეთში თავისუფალი მედია აღარ არსებობს. თუმცა, რუსი მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში მაინც არ არიან. ჰაკერები და მოხალისეები, უკრაინაში ომის შესახებ სიმართლეს რუსებს პირად მობილურებზე უგზავნიან.