ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ აღკვეთა რუსეთის საჯაშუშო კიბერ-ოპერაციები უცხოეთის 50-ზე მეტ ქვეყანაში


იუსტიციის დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში, აშშ
იუსტიციის დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში, აშშ

შეერთებულმა შტატებმა აღკვეთა რუსეთის ფართომასშტაბიანი კიბერ-შპიონაჟის კამპანია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მოქმედებდა ამერიკაში და ათეულობით სხვა ქვეყანაში. კომპიუტერების ინფიცირებით, კრემლთან დაკავშირებული რუსი კიბერ-დამნაშავეები იპარავდნენ სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობისთვის მგრძნობიარე ინფორმაციას. აღნიშნული განცხადება სამშაბათს, 9 აპრილს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა.

ამერიკელი პროკურორების განცხადებით, აღნიშნული საჯაშუშო კამპანია უშუალოდ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან არის დაკავშირებული. რუს ჰაკერებს ბრალი ედებათ ასობით კომპიუტერული სისტემიდან უცხოეთის მთავრობების, განსაკუთრებით კი ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო უწყებათა ინფორმაციის მოპარვის შემთხვევებში, ასევე ჟურნალისტური ორგანიზაციების და სხვა კრემლისთვის საინტერესო სამიზნეების კომპიუტერული სისტემების გატეხვაში.

"რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური 20 წლის მანძილზე ეყრდნობოდა დამაზიანებელ პროგრამას "სნეიქ", რათა ეწარმოებინა კიბერ-შპიონაჟი შეერთებული შტატების და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს სრულდება დღეს" - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ მეთიუ ოლსენმა, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტში ეროვნული უსაფრთხოების დივიზიას ხელმძღვანელობს.

საჯარო განცხადებაში სხვა არაფერია ნათქვამი რუსეთის კონკრეტულ სამიზნეებთან დაკავშირებით. რუსი ჰაკერები მოპოვებულ ინფორმაციას კვალის დასაფარად სხვადასხვა მარშრუტებით ამისამართებდნენ. ისინი ძირითადად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ქ. რიაზანის ფილიალიდან მუშაობდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG