ჩინეთი ამ დრომდე უარს ამბობს, დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ასევე ამ დრომდე უცნობი რჩება, შეცვლის თუ არა ამ პოზიციას, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ გავრცელებული ცნობები.
ბუჩადან გავრცელებული ვიდეო კადრების შემდეგ, ჩინეთის ოფიციალური პირები ძირითადა დუმან. გაეროში ჩინეთის ელჩმა, ბუჩადან გავრცელებულ კადრებს „შემაშფოთებელი“ უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ რუსეთის მიმართ ბრალდებები, ფაქტებზე უნდა იყოს დაფიძნებული, მისი თქმით კი, მომხდართან დაკავშირებით, დეტალები გადამოწმებული ჯერ არ არის.
ასეთივე სიფრთხილით უდგება საკითხს ჩიონეთის სახელმწიფო მედია. ჩინური საინფორმაციო საშუალებების უმეტესობას, ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ საერთოდ არ უსაუბრია. იმ მცირე გამონაკლისების შემთხვევაში კი, როცა მედიებმა ამ საკითხზე ისაუბრეს, აქცენტი მოსკოვის პოზიციაზე იყო გაკეთებული იმის შესახებ, რომ მომხდარში რუსული ძალები არ მონაწილეობდა.
თუმცა, ბუჩას ხოცვა-ჟლეტას აქტიურად განიხილავდნენ ჩინურ ონლაინ სივრცეში და ძირითადად იმეორებდა მოსკოვის ნარატივს იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი „კიდევ ერთი ტყყულია.“
Weibo, პოპულარული ჩინური სოციალური მედიის საიტი, სავსეა წამყვანი ბლოგერების პოსტებით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ არა მხოლოდ რუსეთის ჩართულობის შესახებ ცნობებს, არამედ ცხედრების სურათებისა და ვიდეოების ჭეშმარიტებას, ზოგი კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში, უკრაინელ მებრძოლებს ადანაშაულებს.
ბუჩას შესახებ დეტალები ჯერ კიდევ ირკვევა და გამოძიება მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აწამა და მოკლა. გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას, ზელენსკიმ განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით, კიევს უტყუარი მტკიცებულებები აქვს.
ლონდონის SOAS უნივერსიტეტის პროფესორი, სტივ ჩანგი ამბობს, რომ რუსეთი და ჩინეთი, ახლა „პოლიტიკურ ქორწინებაში“ იმყოფებიან, რადგან, მისი თქმით „ჩინეთის პოლიტიკას, პრეზიდენტი სი ძინ პინი განსაზღვრავს, ის კი პუტინის მხარდამჭერია.“
კიევში ფიქრობენ, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა, უკრაინას მძიმედ აზარალებს. კიევში დაფძნებული არმიისა და განიარაღების კვლევის ცენტრის წარმომაგენელი, იური პოიტა ამბობს, რომ ჩინეთის დუმილი, მას პასუხისმგებლობას აკისრებს.
„უკრაინის ექსპერტთა საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ მოსკოვის ომზე მისი ჩუმი თანხმობით, ჩინეთს ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთის შეჭრაზე.“