შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ სექტორზე გავრცელდება. ახალი პაკეტი მოიაზრებს სანქციებს, რუსეთის მომარაგების ჯაჭვზეც. ამის შესახებ, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეიომ განაცხადა.
უოლი ადეიო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაძლიერებისა და აღსრულების შესახებ, კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან მართავს და ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება. მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროპელი მოკავშირეების ეს ძალისხმევა, მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს „კრემლის უნარს, მართოს თავისი ომის მანქანა“.
ასევე ნახეთ: ლონდონში რუსული სუპერიახტა დააყადაღეს„გარდა კომპანიების სანქციებისა იმ სექტორებში, რომლებიც კრემლის მავნე აქტივობებს უწყობს ხელს, ჩვენ ასევე ვგეგმავთ ზომების მიღებას მათი კრიტიკული მომარაგების ჯაჭვების ჩაშლის მიზნით“, - განაცხადა ადეიომ "ჩათჰამ ჰაუსში" გამართულ ღონისძიებაზე.
”ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს ექსპორტის კონტროლს“ - აცხადებს შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მოადგილე და ამბობს, რომ სანქციები ასევე მიმართული იქნება ალტერნატიულ სამხედრო მიმწოდებლებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, კრემლის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ წოდებული ომი დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა და დასავლელმა მოკავშირეებმა, რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის აქტივები გაყინა. რუსულ ბანკებსა და პოლიტიკურ ელიტას აეკრძალა მყარი ვალუტით ტრანზაქციები და შეზღუდვები დააწესა მოწინავე ნახევარგამტარებისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტზე.
ასევე ნახეთ: რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი სტამბოლში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებას ესწრებოდაშეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე უკრაინაში შეჭრა გაგრძელდება.