ბაიდენი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გაგზავნას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინას ავსტრიულ ნეიტრალიტეტს სთავაზობს, უკრაინა კი "უკრაინულ მოდელზე" საუბრობს

აღნიშნულ პაკეტში შედის სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი, რომელსაც უკრაინა ითხოვს რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმების შესაჩერებლად.

დამტკიცებულ პაკეტში შედის:

  • 800 სტინგერტის ანტი-საჰაერო სისტემა
  • 2 000 ჯაველინს, 1 000 მსუბუქ ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი, 6 000 AT-4 ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა
  • 100 ტაქტიკური დრონი
  • 100 ყუმბარმტყორცნი, 5 000 შაშხანა (და სხვა იარაღი)
  • 20 მილიონ ერთეულზე მეტი ვაზნა და ყუმბარები ყურმბარმტყორცნებისთვის
  • 2 500 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი
  • 25 000 ჩაფხუტი
ასევე ნახეთ: ზელენსკი კონგრესს: "ჩვენ თქვენ ახლა გვჭირდებით"

ამ პაკეტით ამერიკის მიერ უკრაინისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაგზავნილი დახმარება 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დახმარების თითქმის ნახევარი უკრაინას ბოლო 3 კვირაში გაეგზავნა.

"უკრაინას მივცემთ იარაღს, რათა მან იბრძოლოს და თავი დაიცვას მომავალ რთულ დღეებში", თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სესიას ონლაინ მიმართა. პრეზიდენტმა კანონმდებლებს მეტი დახმარება და უკრაინის ცის ჩაკეტვა სთხოვა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე და სამოქალაქო სამიზნეებზე მიტანილი თავდასხმების შესაჩერებლად.