შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა 13 თებერვლამდე დატოვონ. პარასკევს, თეთრს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთს საკმარისი სამხედრო ძალა აქვს მობილიზებული იმისთვის, რომ უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიჭრას.
რუსეთის ჯარი უკრაინას სამი მხრიდან ჰყავს გარშემორტყმული. ამ ფონზე, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში, ბელარუსში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი (თადარიგის) ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაზე რაიმე სახით თავდასხმის ალბათობა, მოდევნო ორი კვირის განმავლობაში - 90 %-ია.
ჰოჯესი შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში საქართველოს როლზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ საქართველომ მიმდინარე კრიზისი შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს და პარტნიორებს დაანახოს, რომ სწორი ღირებულებების სჯერა და რომ სტრაგეტიულ რეგიონში ის სანდო პარტნიიორია. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ბენ ჰოჯესს 10 თებერვალს ესაუბრა
ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ უკრაინაში და უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უკვე წლებია აკვირდებით. ამჟამად, რაღაც ისეთი ხდება, რაც წინა პროცესებისგან განსხვავდება და დიდ შეშფოთებას იწვევს. რუსეთის ჯარი უკრაინას სამი მიმართულებიდან ერტყმის გარშემო. სანამ დეტალებზე გადავალთ, როგორ აფასებთ იმას, რაც ახლა ხდება?
ამაზე ფიქრისას, მახრჩობელა ბოაზე ვფიქრობ, რომელიც უკრაინას ყველა მხრიდან უჭერს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას, გიგანტურ კომპრომისზე წასვლა აიძულოს. რუსეთი ასევე ცდილობს ჩვენზე ზეწოლასაც, თუმცა, ფიზიკური თვალსაზრისით ეს უკრაინის წინააღმდეგ ხდება.
ახლა განსაკუთრებით, როცა წვრთნები ბელარუსშიც დაიწყო, რუსეთის საზღვაო ძალების ამფიბიური შესაძლებელობების დემონსტრირებით, არ მაქვს დეესკალაციის არანაირი განცდა. მოსკოვიდან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ სიტუაციის განმუხტვა სურთ, პირიქით. ვფიქრობ 90 პროცენტია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, რაღაც სახის ახალი თავდასხმა, ამ თვის ბოლომდე განახორციელოს.
ბელარუსში რუსეთმა, დაახლოებით, 30 ათასი დამატებითი ჯარისკაცი გააგზავნა წვრთნებისთვის, რომლებიც ამ კვირას დაიწყო. თქვენი აზრით, გამოიყენებს კრემლი ამ კონტინგენტს უკრაინის წინააღმდეგ ახალ თავდასხმაში?
ისინი უდავოდ იწვევენ შეშფოთებას როგორც ჩვენში, ასევე უკრაინის შიარაღებულ ძალებში. უკრაინის არმიის გენშტაბი ახლა იმაზე ფიქრობს, თუ საიდან შეიძლება დაიწყოს თავდასხმა და მოხდება თუ არა ეს თავდასხმა რამდენიმე ფრონტზე.
ვფიქრობ, რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ საკუთარ ჯარს რამდენიმე არჩევანი მისცეს ეფექტური თავდასხმისთვის. შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ბელარუსიდან შეიძლება მცირე მასშტაბის თავდასხმა მოხდეს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ჯარის მიზანი ის არის, რომ უკრაინა კიდევ ერთ დამატებით საკითხზე დააფიქროს.
"გეზის შეცვლის საშუალების მიცემა" ის ტერმინია, რომელიც ბოლო დროს რუსეთთან დაკავშირებით ხშირად გვესმის. კონტექსტი ძირითადად ის არის, რომ დასავლეთმა რუსეთს რაღაც ფორმით უკან წასვლის გზა უნდა დაუტოვოს, ისე, რომ რუსეთმა სახე შეინარჩუნოს ან სულ მცირე, ქვეყნის შიგნით ეს ნაბიჯი გამარჯვებად გაყიდოს. რას ფიქრობთ არგუმენტზე, რომ დასავლეთმა რუსეთს საშუალება უნდა მისცეს, რომ კრემლმა თავისივე მიზნებისთვის, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დაამთავროს, ეს გამარჯვებად აღიაროს და ჯარი ბაზებზე დააბრუნოს?
დათმობებზე წასვლით, კრემლს მხოლოდ დამატებით მადას აღვუძრავთ. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, 2014 წელს უკრაინაში. რუსეთი მხოლოდ აძლიერებს აგრესიას და უკან არ იხევს. ამიტომ ჩვენი მხრიდან მიამიტური იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლა ღირს. უნდა ვთქვა, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არ უნდა იყოს.
ზუსტად. რუსეთს ახლავე შეუძლია ამ გზის გამოყენება და უკან, სახლში წასვლა. ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული, რომ თქვან, რომ მიზანს მიაღწიეს და ახლა სახლში წავლენ. მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს. პირიქით, ყველაფერი საწინააღმდეგოზე მიუთითებს.
[...] დიპლომატებისთვის ძალიან გონივრულია მოლაპარაკებების ამ მიმართულებით წარმოება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თუ სამომავლო მიზნების ხარჯზე, ან ნატოს ძირითადი პრინციპების დათმობის ხარჯზე. ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ ამით შედეგს ვერ მივაღწევთ. დათმობებზე წასვლით, კრემლს მხოლოდ დამატებით მადას აღვუძრავთ.
2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, 2014 წელს უკრაინაში. რუსეთი მხოლოდ აძლიერებს აგრესიას და უკან არ იხევს. ამიტომ ჩვენი მხრიდან მიამიტური იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლა ღირს. უნდა ვთქვა, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არ უნდა იყოს.
რუსეთს უკრაინისთვის აზოვის ზღვაზე და შავი ზღვის დიდ ნაწილზე დე ფაქტო ბლოკადა აქვს დაწესებული. უკრაინის ეკონომიკა ზღვაზე წვდომაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, კომერციული ტვირთის გადასაზიდად. რას ნიშნავს თქვენი აზრით ეს? შეიძლება თუ არა უკრაინამ ზღვის ბლოკადა ომის დე ფაქტო გამოცხადებად ჩათვალოს?
აზოვის ზღვა რუსეთმა ფაქტობრივად ჩაკეტა. უკრაინის ორი უმსხვილესი პორტი მარიუპოლი და ბერდიანსკი იქ მდებარეობს და მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ დიდი ხიდი ააშენა, რომელსაც ახლა რუსეთის საზღვაო ძალები იცავს, კომერციული ტვირთის მიმოსვლა ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: უკრაინული პორტების ბლოკადა, რისკი საქართველოსთვისაც იზრდებააზოვი საერთაშორისო ზღვა არ არის, ის რუსეთსა და უკრაინას შორის შიდა ზღვად მიიჩნევა. რუსეთმა აზოვში ყველაფერი ან შეაჩერა, ან თავად წყვეტს იმას, რა შევა და რა გავა იქიდან. ეს უკრაინისთვის ძალიან ცუდია. ახლა უკრაინა ფაქტობრივად მხოლოდ ოდესაზეა დამოკიდებული.
ხშირად რუსეთი შავი ზღვის ძალიან დიდ ნაწილს ცოცხალი ამუნიციით წვრთნების ტერიტორიად აცხადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ამ ტერიტორიაზე შეცურავს, თავისი უსაფრთხოების რისკს საკუთარ თავზე იღებს. ბიზნესი, ცხადია, ამ წყლებში შესვლისგან თავს შეიკავებს. უკრაინაზე ამასაც ცუდი გავლენა აქვს.
ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მიმართ პოლიტიკა რომ გვქონდეს, უფრო მეტად ვიქნებოდით ზღვაში ჩართული, თუნდაც მონტროს კონვენციის გათვალისწინებით. შეგვეძლო, რომ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, შავ ზღვაში უფრო მეტი გემი გვყოლოდა.
ასევე კარგი იქნებოდა თურქეთთან უკეთესი ურთიერთობა რომ გვქონდეს, რომელიც ამის გამო მეტ თავდაჯერებას იგრძნობდა მონტროს კონვენციის აღსასრულებლად. ეს განსაკუთრებით რუსეთის წყალქვეშა ნავებს ეხება, რომლებიც კონვენციის 12-ე მუხლს არღვევს. თურქეთს შეუძლია მიიღოს ზომები, რომლებიც რუსეთს მდგომარეობას გაურთულებს.
მაგრამ ვფიქრობ, თურქეთი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ თუ რუსეთს რამეს აუკრძალავს და რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, ჩვენ ანკარას დავეხმარებით. ეს, საბოლოო ჯამში, ისევ სტრატეგიის არქონას უკავშირდება.
თურქეთმა რუსეთის 6 გემი უკვე გაატარა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეში შავი ზღვისკენ. მათ მომავალ კვირას დამატებით რამდენიმე გემი შეუერთდება. თქვენ ამბოთ, რომ თურქეთი მონტროს კონვენციის ყველა ასპექტს არ იცავს რუსეთის საპასუხო ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ თურქეთი ნატოს ერთ-ერთი წევრია, რომელიც ბოლო პერიოდში ალიანსის ერთობას საფრთხეს უქმნის. ხომ არ არის ეს თურქეთის მცდელობა ნატოს დაანახოს, რომ ის მეტად ანგარიშგასაწევი მოკავშირეა?
ასევე ნახეთ: მონტროს კონვენციის ფაქტორიმონტროს თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი შავი ზღვის აუზის ქვეყანაა, ზღვაში საკუთარი გემების გადაადგილების უფლება აქვს. ამაში არასწორი ან არაკანონიერი არაფერია. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც უკანონოა. ეს წყალქვეაშა ნავებს ეხება. მათ შავ ზღვაში 7 წყალქვეშა ნავი ჰყავთ, რაც წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია ისეთი პატარა ზღვისთვის, როგორიც შავი ზღვაა.
როდესაც ეს ნავები ზღვიდან გადიან, მონტროს კონვენციის თანახმად, მათ უფლება აქვთ მხოლოდ, მივიდნენ რუსულ ბაზაზე სადმე სხვაგან და ისიც შეკეთება-პროფილაქტიკისთვის. ერთ-ერთი წყალქვეშა ნავი, უკვე ერთ წელზე მეტია გასულია შავი ზღვიდან. საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მან ხმელთაშუა ზღვაში და ატლანტის ოკეანეში ოპერაციები ჩაატარა. ეს ყველაფერი არც ისე რთული გასარკვევია.
თურქეთს შეუძლია რუსეთს უთხრას, რომ შენ მონტროს კონვენცია დაარღვიე და ამის გამო, მე ჩემი სრუტეების გამოყენებას, მომავალი 6 თვე გიკრძალავ ან რაიმე სხვა მსგავსი. კრემლი ამის გამო ანკარაზე ძალიან გაბრაზდება.
ვფიქრობ, თურქეთს ჩვენი იმედი მეტად რომ ჰქონდეს, უფრო მეტს გააკეთებდა.
გახსოვთ ალბათ, 2015 წელს თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეს არღვევდა. ამას რუსეთის მხრიდან მკაცრი და სწრაფი ეკონომიკური სანქციები მოჰყვა, რომლებმაც თურქეთზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. აი, ამას ვგულისხმობ, რომ თურქეთს რუსეთის საპასუხო ნაბიჯები არ სურს.
არ მგონია, თურქეთი რუსეთს ყველაფრის უფლებას აძლევდეს, რაც მოსკოვს სურს. ანკარა მტკიცედ აცხადებს, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია, ცოტა ხნის წინ უკრაინას დრონები გაუგზავნა. ვფიქრობ, პრეზიდენტი ერდოღანი ბევრ რამეში ეწინააღდეგება რუსეთს, მაგრამ თურქეთი რუსეთის სამეზობლოშია და რუსეთს ანგარიში უნდა გაუწიოს. ვფიქრობ, თურქეთს ჩვენი იმედი მეტად რომ ჰქონდეს, უფრო მეტს გააკეთებდა.
შავ ზღვაზე საუბრისას საქართველოზეც უნდა ვისაუბროთ. თქვენი აზრით, რა როლი აქვს საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაში?
ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი.
ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა, სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ.
პენტაგონი, ბიზნესი, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევოროპას შორის, თუ სხვა.
ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც აჩვენებს, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.
ასევე ნახეთ: კელი დეგნანი საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესის, ინვესტიციის მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესი საქართველოში დიდ ფულს ჩადებს, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ.
ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს.
საქართველოს მთავრობა ფრთხილ პოლიტიკას ირჩევს და რუსეთ-უკრაინის კონტექსტში, ცდილობს რუსეთის ზემდეტი ყურადღება არ მიიქციოს. შეიძლება იცით ამის შესახებ, პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც სიტყვა რუსეთი არ წერია. რა ფიქრობთ ამ მიდგომაზე?
ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა.
ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს.
კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ჰყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს... სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს.
სრული ინტერვიუ ნახეთ აქ:
ასევე ნახეთ: ჰოჯესი: საქართველომ მიმდინარე მოვლენები უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა