რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის შეხვდა ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ სასაუბროდ.
რაისი კონსერვატორი სასულიერო პირია, რომელიც პრეზიდენტად გასულ წელს აირჩიეს. 19 იანვარს მან განაცხადა, რომ მოსკოვს მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელშეკრულების პირველადი ტექსტი შესთავაზა. ირანის პრეზიდენტმა დასძინა, რომ "რუსეთთან კავშირების გასაფართოებლად არ არსებობს არანაირი ლიმიტი".
ასევე ნახეთ: პრეზიდენტობის ერთი წელი - ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხამოსკოვი და თეირანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ახლო პარტნიორები არიან. ისინი საერთაშორისო თემებზე ხშირად თანხვედრაში მოდიან, მათ შორის, სირიაში მიმდინარე კონფლიქტზეც.
შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში კრემლმა თქვა, რომ პრეზიდენტები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე და დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე ეკონომიკური სანქციების შედეგებზე ისაუბრებდნენ.
ამ შეხვედრის პარალელურად, საერთაშორისო თანამეგობრობა ირანთან შეწყვეტილი ხელშეკრულების განახლებას ცდილობს. ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდი ხელშეკრულება 2015 წელს დაიდო, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკა შეთანხმებიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეწყვიტა.