9 პროდუქტი სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენიდან

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2022

პანდემიური შეზღუდვების მიუხედავად ნევადის შტატში ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა (CES) გაიმართა.

გამოფენა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2 000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ამერიკული კომპანიები წელსაც ჭარბობდნენ, მათ შორის იყვნენ „მაიკროსოფტი“, „ფეისბუქი“, „ გუგლი“, „ჯენერალ მოტორსი“ და სხვები. ასობით საუკეთესო ნაშრომიდან დღეს ჩვენ მხოლოდ 9 საუკეთესოს შემოგთავაზებთ.

ზირო ჯი Zero G

იხილეთ ვიდეო "ზირო ჯი"

ლას ვეგასში მიმდინარე გამოფენაზე გამორჩეული ყურადღება „ზირო ჯის“ ნამუშევარმა მიიპყრო. ტექნოლოგიამ, რომელიც ადამიანებს ნულოვანი გრავიტაციის, უწონადობის შეგრძნებას აძლევს. იმისათვის, რომ დამთვალიერებლებს კომპანიის გამოგონება კარგად შეეგრძნოთ, მათ ბოინგ 727-ის მოდიფიცირებული ვერსია შექმნეს. სადაც ადამიანებს შეძლოთ შესულიყვნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი კოსმოსში ეგრძნოთ. კომპანია მომხმარებლებს ფრენებსაც სთავაზობს.

შეიძლება ეს პროდუქტი პოპულარული იმიტომაც გახდა, რომ 2021 წელს კოსმოსში მოგზაურობა დაიწყო, ყველას კი ამის საშუალება არ აქვს.

Samsung Freestyle

ადამიანებს რომლებსაც ფილმის ყურება უყვართ, კომპანია “სამსუნგმა” შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. Samsung Freestyle - არის მოძრავი პროექტორი, რომელიც ძალიან პატარა ზომისაა, მისი გამოყენება კონფერენციებზეც შეიძლება. გარდა ამისა, ეს პატარა მოწყობილობა ჭკვიანი დინამიკის ფუნქციებსაც ითავსებს და მისი კონტროლი „ალექსას“ მეშვეობითაც შესაძლებელია.

მოწყობილობა სხვა პროექტორებისგან იმითაც განსხვავდება, რომ პატარა ზომისაა, აქვს მოხერხებული დიზანი და სურათის ავტომატური კორექტირება შეუძლია. შეიძლება გამოიყენო ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლი. მოწყობილობა ჯერ გაყიდვაში არ არის. “სამსუნგი” ამბობს, რომ გაყიდვები 9 თებერვალს დაიწყება და მისი სავარაუდო ფასი $900 დოლარი იქნება.

Movano Ring

მეცნიერები გასული წლების მსგავსად აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ძილი აკონტროლოს დამიიღოს დეტალური მონაცემები სუნთქვის, გულის ცემის, წნევისა და სხვა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების შესახებ. სწორედ ამიტომ შეიქმნა Movano ბეჭედი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ადამიანი რომელიც მათ პროდუქტს იხმარს, გააკონტროლებს ძილში მის მონაცემებს,

სუნთქვას, სისხლში ჟანგბადის დონეს, სხეულის ტემპერატურას და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლებს.

კომპანია ვარაუდობს, რომ მალე ბეჭედს ისინი არტერიული წნევის მონიტორინგის და გლუკოზის დონის კონტროლის ფუნქციებსაც დაამატებენ. Movano Ring-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საბოლოო კვლევები მიმდინარეობს. არტერიული წნევისა და გლუკოზის კონტროლის მექანიზმი ბეჭედში 2022 წლის მეორე კვარტალში უნდა ამოქმედდეს. ამიტომ უცნობია, რამდენად კარგად იმუშავებს ის. ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რა ეღირება ახალი ბეჭედი.

Garmin Venu 2 Plus

ფიტნესს საათების ბაზარზე განახლებული Garmin Venu 2 Plus საათი გამოჩნდება. რომელიც აღჭურვილი იქნება, როგორც „გუგლის“ „სირისა“ და ბიქსბის“ ხმოვანი კონტრლის შესაძლებლობებით. რაც ნიშნავს, რომ საათი

თითქმის ყველა მობილური ტელეფონის მწარმოებლის მოწყობილობას თავისუფლად მოერგება. როგორ “აიფონის” ასევე “გუგლის” სმარტფონს.

საათის სრული კონტროლი ხმით იქნება შესაძლებელი, ზარების პასუხი იქნება დარეკვა თუ სულაც მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა. სააათის ღირებულება $450 დოლარი იქნება, რაც სხვებთან შედარებით საკმაოდ მისაღებია.

Sony A95K QD OLED 4K TV

სიახლეები აქვს კომპანია “სონისაც”, რომელმაც ნევადაში ახალი 4K ტელევიზორი წარმოადგინა. Sony A95K QD OLED 4K TV კომპანია „სონი“ მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს თავაზობს. Sony A95K QD OLED 4K TV სხა ტელევიზორებისგან ფერების და გარჩევადობის მაღალი მახასიათებლებით გამოირჩევა. ახალი ტელევიზორი მოწინავე ფერთა

ტექნოლოგიით არის აწყობილი, რომელსაც კვანტურ წერტილებად მოიხსეიებენ, ეს უკანასკნელი კი ჩვენ ვიდეოსა თუ ფოტოს უკეთეს აღქმაში გვეხმარება.

კომპანია „სონის“ მიერ შექმნილი „ოლედ“ ტიპის ეკრანი ინდივიდუალურად ანათებს ან თიშავს პიქსელებს. რომელიც იყენებს კვანტურ წერტილებს, რაც ტელევიზორს გამორჩეულს ხდის. ეკრანის ფერები გაცილებით ნათელია, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ტელევიზორი ფერებს მაქსიმალურად ზუსტად აღიქვამს და გადასცემს. ამ დროისთვის „სონი“ არ აკონკრეტებს, რა ეღირება ახალი ტელევიზორი, კომპანიაში ამბობენ, რომ Sony A95K QD OLED 4K TV ბაზარზე გაზაფხულზე გამოვა და ფასიც ამ დროისთვის გახდება ცნობილი.

ლოს-ანჯელესში ბევრი და სხვადასხვა ტიპის კომპიუტერიც იყო წარმოდგენილი. სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება კი წელს კომპანია „დელის“ კომპიუტერმა დაიმსახურა.

Dell XPS 13 Plus

Dell XPS 13 Plus -ის კომპიუტერი როგორც მწარმოებელი ამბობს, მსოფლიოში ყველაზე ახალი და ძლიერი „ინტელ კორის“ პროცესორით არის შექმნილი. მწარმოებელმა თითქმის სრულად შეცვალა კლავიატურის ფორმა. კლავიშებს შორის დაშორება თითქმის არ არის. „დელმა“, შეიძლება

ითქვას, „ეფლს“ მიბაძა და სწრაფი კლავიშების ფუნქცია კლავიატურის ზევით სენსორული შუშის ქვეშ მოაქცია.

ის დაახლოებით ისე გამოიყურება როგორც (მაკ ბუქ პრო 2020) კომპანიამ კომპიუტერის ბატარეა კიდევ უფრო გააუმჯობესა. Dell XPS 13 Plus -ის დამუხტვა ერთ საათშია შესაძლებელი და როგორც მწარმოებელი გვეუბნება, ამ დროში ის 80 პროცენტით ან მეტით დამუხტვას შეძლებს. არსებული ინფორმაციით ახალი კომპიუტერის გაყიდვა გაზაფხულზე დაიწყება და როგორც მწარმოებელი ამბობს, მისი ფასი 1200 ამერიკული დოლარი იქნება.

რაც შეეხება კომპიუტერებს რომელიც სპეციალურად თამაშებისთვის არის მორგებული. წლევანდელი ნევადის გამოფენა ამითიც იყო გამორჩეული. პროდუქტების დიდი ნაწილი სწორედ ამ ინდუსტრიას ეხებოდა.

Asus ROG Flow Z13

Asus ROG Flow Z13 გამორჩეული ყურადღების ქვეშ მოექცა „ასუსის“ ახალი კომპიუტერი Asus ROG Flow Z13. კომპიუტერის ეკრანი 4კ გარჩევადობისა და ის „ენვიდას“ Nvidia RTX 3050 Ti პროცესორით არის აღჭურვილი.

HyperX

„კომპანია „ჰიპრექსმა“ კი HyperX-მა კი თამშებითვის უსადენო ყურსასმენი წარმოადგინა. კომპანის მიერ წარმოებული შნურიანი ყურსასმენები აქამდე დიდი პოპულარობით გამოირჩევა. თუმცა მწარმოებელი ამბობს, რომ უსადენო ყურსასმენები გაცილებით უკეთესია და ის დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით 300 საათი ძლებს დამუხტვიდან. ყურსასმენის ფასი 199 ამერიკული დოლარი იქნება.

ლას-ვეგასში ელექტროტექნიკის გამოფენაში როგორც უკვე გითხარით 2000-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენლი სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობა არავის მიუღია, თუმცა უკრაინიდან 2 კომპანია იმყოფებოდა ამერიკაში.

Effa-ს კბილის ჯაგრისები და საპარსები

იხილეთ ვიდეო Effa-ს კბილის ჯაგრისები და საპარსები

გარემოსდაცვითი საკითხები დღევანდელ მსოფლიოში წამყვანი თემაა, დიდი და პატარა კომპანიები კი ცდილობენ, გარემოს გაუფრთხილდნენ და ამას პროდუქტების წარმოებისთვისაც იყენებენ.

უკრაინელმა გამომგონებლებმა ისეთი კბილის საწმენდები შექმნეს, რომელთა გადამუშავებაც 100 პროცენტით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, უკრაინულმა სტარტაპმა საპარსებიც შექმნა.

Neverdark

ლას-ვეგაში კიდევ ერთმა უკრაინულმა კომპანიამ Neverdark-მა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ შექმნეს ცეცხლი, რომელიც კვამლს არ წარმოქმნის.

Your browser doesn’t support HTML5

Neverdark -ის ელექტრონული ბუხარი

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ ძალიან პოპულარულია და ის ლას-ვეგასში ყოველი წლის იანვარში იმართება. ოფიციალური სტატისტიკით საშუალოდ გამოფენას 170 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება ხოლმე, თუმცა წელს პანდემიის გამო ადგილზე მხოლოდ 40 000-მდე სტუმარი იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ დაინტერესებულ პირებს ახალი პროდუქტების აღმოჩენა ონლაინაც შეეძლოთ.