ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კონფიგურაციის ხარვეზიანი ცვლილება" - "ფეისბუქის" გათიშვის მიზეზი


კომპანია Facebook-ი აცხადებს, რომ მისი აპლიკაციების თითქმის 6-საათიანი გათიშვის მიზეზი კონფიგურაციის ხარვეზიანი ცვლილება გახდა. ქსელების 3.5 მილიარდამდე მომხმარებელი ორშაბათს ვერც "ინსტაგრამს", ვერც "მესინჯერს" და ვერც "ვოთსაპს" იყენებდა.

ორშაბათ საღამოს გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში კომპანიას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა კონფიგურაციის ეს ცვლილება დაგეგმილი ან ვინ განახორციელა ის.

"როიტერისთვის" ანონიმურობის დაცვის პირობით მიცემულ ინტერვიუებში, "ფეისბუქის" რამდენიმე თანამშრომელი ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს გათიშვა შიდა შეცდომით იყო განპირობებული. შეცდომა კი მისი სისტემებისთვის ინტერნეტის მიწოდების სქემას ეხებოდა.

ხოლო ექსპერტები ამბობენ, რომ შიდა კომუნიკაციებთან დაკავშირებული უნებლიე შეცდომა და საბოტაჟი - ორივე ვარიანტს შეეძლო მსგავსი გათიშვის გამოწვევა. ამ დრომდე ეს "ფეისბუქის" ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური გათიშვა იყო.

"ფეისბუქი" ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. მამხილებელმა თანამშრომელმა კომპანია დაადანაშაულა, რომ ის გამუდმებით მოგების მიღების მიზნით იღებს გადაწყვეტილებას და ფინანსებს იმაზე მეტ პრიორიტეტს ანიჭებს, ვიდრე სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

XS
SM
MD
LG