ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ კანონმდებლებს "ფეისბუქთან" კითხვები აქვთ


ამერიკელი კანონმდებლები, „ფეისბუქისგან“ ითხოვენ პასუხს თუ რატომ გააუქმეს მკვლევრების ანგარიშები, რომლებიც სოციალურ ქსელში პოლიტიკურ რეკლამებს იკვლევდნენ.

„ფეისბუქმა“ გასულ კვირას განაცხადა, რომ ქსელის სხვა მომხარებელთა კონფიდეციალობის დაცვის მიზნით, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს პლატფორმაზე წვდომა შეუზღუდა.

სენატორებმა, ემი კლობუჩარმა, მარ უორნერმა და კრის კონსმა „ფეისბუქის“ აღმასრულებელ დირექტორს, მარ ზაკარბერგს რიგი კითხვებით მიმართეს. წერილი მოიცავს კითხვებს იმის შესახებ, თუ მკვლევრებისა და ჟურნლასიტების რამდენი ანგარიში გათიშა წელს პლატფორმამ. ასევე, რატომ და როგორ ცვლის პლატფორმა თავის მომსახურების პირობებს იმისთვის, რომ კვლევის უკეთ ჩატარება იყოს შესაძლებელი.

„ფეისბუქი“ აცხადებს, რომ მკვლევრებმა წესები დაარღვიეს, რომლებიც იცავს სოციალური მედიის მომხარებელთა კონფიდეციალურობას.

წერილში კანონდმებლები ინტერესდებიან, რამდენად დარღვია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა პლატფორმის მომხარებელთა კონფიდეციალურობა. წერლში კანონმდებლებს მოჰყავთ ფედერალური სავაჭრო კომისიის, მომხმარებელთა დაცვის სავსახურის დირექტორი მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომელიც აცხადებს, რომ მკვლევრებს არ დაურღვევიათ სააგენტოსა და „ფეისბუქს“ შორის არსებული შეთანხმება.

„აპირებს თუ არა „ფეისბუქი“, აღუდგინოს პლატფორმაზე წვდომა სარეკლამო ობსერვატორიის მკვლევრებს? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კანონმდებლებმა „ფეისბუქს“ ბოლო ვადად 20 აგვისტო განუსაზღვრეს.

2019 წელს, „ფეისბუქმა“ რეკორდული რაოდენობის ჯარიმა, 5 მილიარდი დოლარი გადაიხადა. მაშინ გაირკვა, რომ პლატფორმას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდა იმის შესახებ, თუ რამდენად აკონტროლებდა ის მათ პერსონალურ მონაცემებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG