თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბაიდენი განიხილავს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის დასახმარებლად
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ის მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და პრემიერ მინისტრთან იმ დროს, როცა მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთში კვლავ ძალადობა გრძელდება.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბაიდენი განიხილავს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის დასახმარებლად, რათა წინ წაიწიოს საკონსტიტუციო რეფორმამ და როგორც ობამას ადმინისტრაცია ამბობს, 25 მაისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
მოლაპარაკებები ყურადღებას აღმოსავლეთ უკრაინაზეც გაამახვილებს, სადაც სააღდგომო მშვიდობამ მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანა და ის პრო-რუსულ ქალაქ სლავიანსკის საკონტროლო პუნქტთან ატეხილმა ურთიერთსროლამ დაამსხვრია. სამი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ზუსტად რა მოხდა გაურკვეველია.
უკრაინა თავდასხმას რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებს აბრალებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ არ სურს იმ ექსტრემისტების გაკონტროლება, რომლებიც, მისი თქმით, უიარაღო სამოქალაქო პირებს ესვრიან.
ლავროვმა დღეს თქვა, რომ უკრაინა, მისი თქმით, „უხეშად“ არღვევს გასული კვირას ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც აღმოსავლეთ რაიონებში ყველა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების განიარაღებას და მათ გაყვანას მოითხოვს. შეთანხმება ევროპელი დამკვირვებლების მისიის შესვლისკენაც მოუწოდებს.
თუმცა პრო-რუსული დემონსტრანტები, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინის ათობით ქალაქში სამთავრობო შენობები დაიკავეს, ჯერ-ჯერობით უკანდახევის ნიშნებს არ ამჟღავნებენ.