ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო მოკავშირეების მხარდაჭერას აძლიერებს


აშშ-სა და პოლონეთის თავდაცვის ხელმძღვანელები
აშშ-სა და პოლონეთის თავდაცვის ხელმძღვანელები
შეერთებული შტატები კიევს არა-ლეთალურ დახმარებას გაუწევს. ეს ნაბიჯი ამერიკის მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე მიუთითებს, თუმცა ქვეყანას სამხედრო დახმარებას არ სთავაზობს.

ამერიკის თავდაცვის მდიგანი ჩაკ ჰეგელი აცხადებს, რომ ახლა ნატოსთვის კრიტიკული პერიოდია, რომელსაც რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები იწვევს.

„უკანასკნელი ორი თვის მანძილზე რუსების მოქმედებები არა მხოლოდ სუვერენული ქვეყნის ტერიროტიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს არღვევს, არამდედ უკიდურესად უპასუხისმგებლოა.“

პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჰეგელმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამო ამერიკა განახლებული ძალისხმევით უდგება ნატოს გაძლიერებას და ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ნატოს თავდაცვის გეგმების განახლებაზე მუშაობენ.

ჰეგელი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას სხვა მეთოდებითაც ცდილობს.

„ამ ზომების დანიშნულება რუსეთის პროვოცირებას ან რუსეთისთვის საფრთხეების შექმნას არ ისახავს მიზნად. მათი მიზანი ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობის დემონსტრირებაა.“

ამერიკამ უკვე გაგზავნა F-16-ის ტიპის 12 დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი პოლონეთში, რომლებიც ქვეყანაში წლის ბოლომდე დარჩება.

ჰეგელმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას არა-ლეთალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაშიც შევა სამედიცინო დახმარება, ჩაფხუტები, საძილე ტომრები და წყლის გასაფილტრი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ამერიკას არაერთხელ სთხოვა სამხედრო დახმარების აღმოჩენა, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია კიევს ამ დრომდე მხოლოდ ფინანსურ და დიპლომატიურ დახმარებას უწევს.

ნატო რეგიონში ძალებს აძლიერებს და შავ ზღვაში განმნაღმელ გემებს გაუშვებს.

პოლონეთი - ნატოს წევრი ქვეყანა - რუსეთის სამხედრო აგრესიით შეშფოთებულია და საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ახორციელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ტომას სიემონიაკი აცხადებს, რომ პენტაგონში შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია:

„ჩვენ გვინდა, რომ პოლონეთი დასავლეთთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, ითანამშრომლოს ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენივე უსაფრთხოების გარანტირებისთვის სხვა გზა არ არსებობს.“

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაძაბულობის განსატვირთად რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, ამერიკის თავდაცვის მდინავნი აცხადებს, რომ რუსეთმა შეიძლება სცადოს დამატებითი ტერიტორიების მითვისება და „წარსულ მაგალითებზე დაყრდნობით ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის მზად უნდა ვიყოთ.“
XS
SM
MD
LG