ვაშინგტონი —
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს მიმართა მას შემდეგ, რაც ჟენევაში სახელმწიფო მდივანმა კერიმ, უკრაინაში არსებული დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა. სახელმწიფო მდივანი რუსეთის, უკრაინის და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ხვდებოდა.
ბატონმა ობამამ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი შეასრულებს საკუთარ დაპირებას, ქვეყანაში ვითარების დეესკალაციის შესახებ.
„არ ვფიქრობ, რომ ამჯერად შეგვიძლია რამეში დარწმუნებული ვიყოთ. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა, შანსი იმისა, რომ დიპლომატია ვითარების დეესკალაციას მოახდენს, არსებობს და შესაძლოა ჩვენ მოვახერხოთ სვლა იმ მიმართულებით, რომელიც ყოველთვის ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, ეს არის უკრაინელებისთვის იმის ნების მიცემა, რომ გადაწყვეტილებები, საკუთარი ცხოვრების შესახებ, თავადვე მიიღონ.“
ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ რუსებმა ხელი მოაწერეს იმ განცხადებას, სადაც აღნიშნულია იმის საჭიროება, რომ განიარაღდეს ყველა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც უკრაინის სამთავრობო შენობები აქვს დაკავებული და ამნისტია შესთავაზონ მათ, ვინც იარაღს დაყრის.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლა საკითხავი ის არის, ამჯერად გამოიყენებს თუ არა რუსეთი საკუთარ გავლენას, რომელსაც ადრე იყენებდა, იმისთვის, რომ წესრიგი აღადგინოს და უკრაინელებს დემოკრატიის გზაზე დაბრუნების უფლება მისცეს.
პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ის მზად არის, რუსეთს დაპირებების შესრულების საშუალება მისცეს. მან აქვე დაამატა, რომ შეერთებული შტატები ახალ სანქციებს ახლავე არ დააწესებს.
თუმცა, პატონმა ობამამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის სწრაფად იმოქმედოს, თუ რუსები უკრაინის საქმეებში ჩარევას გააგრძელებენ.
„წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მათი ნდობა შეიძლება და მზად უნდა ვიყოთ რუსების მიერ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ჩარევის მცდელობის გაგრძელებაზე, შესაძლო საპასუხო ნაბიჯის გადასადგმელად.“
ხუთშაბათს, პრეზიდენტი ევროპელ მოკავშირეებს ტელეფონით ესაუბრა და მათთან განიხილა ის საპასუხო ნაბიჯები, რომელიც რუსეთის მიერ საკუთარი პირობის დარღვევის შემთხვევაში უნდა გადაიდგას.
ბატონმა ობამამ თქვა, რომ სამხედრო ვარიანტი განხილვის საგანი არ არის.
ნატოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და სოლიდარობის საჩვენებლად, ალიანსი ხუთ სამხედრო ხომალდს გზავნის ბალტიის ზღვისკენ.