ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინას არალეთალურ სამხედრო დახმარებას უწევს


უკრაინის ჯარისკაცები ქალაქ კრამატორსკთან
უკრაინის ჯარისკაცები ქალაქ კრამატორსკთან
ამერიკის თავდაცვის მდიგანი ჩაკ ჰეგელი აცხადებს, რომ ახლა ნატოსთვის კრიტიკული მნიშვნელონის პერიოდია, რომელსაც რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები იწვევს. ჰეგელის თქმით:

„უკანასკნელი ორი თვის მანძილზე რუსების მოქმედებები არა მხოლოდ სუვერენული ქვეყნის ტერიროტიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს არღვევს, არამდედ უკიდურესად უპასუხისმგებლოცაა.“

პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჰეგელმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამო ამერიკა განახლებული ძალისხმევით უდგება ნატოს გაძლიერებას და ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ნატოს თავდაცვის გეგმების განახლებაზე მუშაობენ.

ჰეგელი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას სხვა მეთოდებითაც ცდილობს:

„ეს ზომები რუსეთის პროვოცირებას ან რუსეთისთვის საფრთხეების შექმნას არ ისახავს მიზნად. მათი მიზანი ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობის დემონსტრირებაა.“

ამერიკამ პოლონეთში უკვე გაგზავნა F-16-ის ტიპის 12 დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი, რომლებიც ქვეყანაში წლის ბოლომდე დარჩება.

ჰეგელმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას არა-ლეთალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაშიც შევა სამედიცინო დახმარება, ჩაფხუტები, საძილე ტომრები და წყლის გასაფილტრი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ამერიკას არაერთხელ სთხოვა სამხედრო დახმარების აღმოჩენა, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია კიევს ამ დრომდე მხოლოდ ფინანსურ და დიპლომატიურ დახმარებას უწევს.

ნატო რეგიონში პოზიციებს აძლიერებს და შავ ზღვაში განმნაღმელი გემების გაშვებას აპირებს.

პოლონეთი - ნატოს წევრი ქვეყანა - რუსეთის სამხედრო აგრესიით შეშფოთებულია და საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ახორციელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ტომას სიემონიაკი აცხადებს, რომ პენტაგონში შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია:

„ჩვენ გვინდა, რომ პოლონეთი დასავლეთთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, ითანამშრომლოს ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენივე უსაფრთხოების გარანტირებისთვის სხვა გზა არ არსებობს.“

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დაძაბულობის განსატვირთად რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, ამერიკის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა შეიძლება სცადოს დამატებითი ტერიტორიების მითვისება და „წარსულ მაგალითებზე დაყრდნობით ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის მზად უნდა ვიყოთ.“
XS
SM
MD
LG