ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი სამხედრო ოპერაციას კონტრტერორისტულ მოქმედებად აფასებს


კრამატორსკი, უკრაინა
კრამატორსკი, უკრაინა
უკრანის აღმოსავლეთ ნაწილში მოიერიშე თვითმფრინავების გაშვებით ქვეყნის მთავრობამ სამხედრო ძალის პირველი დემონსტრირება სამშაბათს მოახდინა.

უკრაინის ჯარმა კრამატორკსში რუსეთის მომხდე ადგილობრივი ძალების მიერ აღბულ აეროპორტზე კონტროლი დააწესა. თვითმხილველების თქმით, ოპერაციის დროს შეიარაღებული დაპირისპირება გაიმართა. მსხვერპლის რაოდენობა დადასტურებული არ არის.

ადგილობრივი მოსახლეობა სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით უკმყოფილებას გამოთქვამს.

ქალაქ სლავიანსკთან ახლოს, დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე, ასობით ჯარისკაცის, ჯავშანმანქანებისა და სამხედრო შვეულმფრენების დისლოცირება მოხდა. სლავიანსკს კარგად შეიარაღებული პრო-რუსული სამხედრო დაჯგუფებები იცავს.

ალექსი ერთ-ერთი ადგილობრივი ახალგაზრდაა: „ჩვენ საკუთარი თავისთვის, ჩვენი მიწისთვის ვიბრძვით. სხვა რა უნდა ვქნათ? ახლა ეროვნული გვარდია და მარჯვენა სექტორი ჩამოდიან, მაგრამ ვის მოკვლას აპირებენ? ტერორისტების? მე ტერორისტს ვგავარ?“

კიევში საპრეზიდენტო კანდიდატი იულია ტიმოშენკო კრიზისს „ნამდვილ ომად“ აგასებს:

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს გავაერთიანოთ უკრაინელები, რომლებსაც უნდათ იბრძოლონ, შეეწინააღმდეგონ კრემლს და გაიმარჯვონ მათი შვილებისა და უკრაინის საკეთილდღეოდ.“

რუსეთმა კიდევ ერთხელ უარყო მისი როლი ოპერაციაში. კრემლი უკრაინაში სამოქალაქო ომის დაწყებაზე საუბრობს. დონეცკში გამართული პრო-რუსული დემონსტრაციის მონაწილეებმა უკრაინის მთავრობის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება დაგმეს.

დემონსტრაციის დროს საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო სიმღერები ისმოდა.

დონეცკის მკვიდრი ქალი ამბობს: „დადგა ისტორიული მომენტი, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ ერთად ცხოვრება არ შეგვიძლია. ჩვენ გადავკვეთეთ ზღვარი, რომლის მიღმა, გაერთიანება უკვე შეუძლებელია. ამ ეტაპზე, მგონი რეფერენდუმიც ვეღარ გვიშველის.“

კიევს მიაჩნია, რომ ზომიერი სამხერდო რეაქცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მეორე ყირიმი არ განმეორდეს.

ამ ფონზე, პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ კიევის მიერ სამხერდო ოპერაციის დაწყება რუსეთმა შეიძლება საბაბად გამოიყენოს და ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.
XS
SM
MD
LG